დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 
 

ლაშა კუპატაძე - მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2007-2011 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2014 წელს მობილობით ჩაირიცხა და 2015 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სპეციალიზაცია - ბიზნესის ადმინისტრირება; გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვისა და საბუღალტრო პროგრამა ორისის, ასევე საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსები; 2009 წელს მუშაობდა შპს „ინტერნეიშენალ ტიფლის გრუპი“-ის IT ოპერატორად; 2010-2011 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს სპეციალისტ/სტაჟიორი; 2011 წელს მუშაობდა ტოტალიზატორ „კრისტალბეთი“-ის მენეჯერად; 2011 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობს სსიპ სსსტც „დელტა“-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ხარისხის სამმართველოს სპეციალისტად; 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრატორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანი ნაჭყებია - მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2011 წელს ჩაირიცხა და 2015 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სპეციალიზაცია - ბიზნესის ადმინისტრირება; 2014-2015 სასწავლო წელს იყო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტიპენდიანტი; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სტუდენტურ სამეცნიერო და კვლევით კონფერენციებში, როგორიცაა ტურიზმის ბიზნესის როლი და მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკაში, რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და ა.შ. 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იყო სს პრივატბანკის სტაჟიორი; 2016 წლის აპრილიდან არის ბანკ რესპუბლიკას მოლარე-ოპერატორი.

 
სასარგებლო ბმულები