დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების  ს/კ  ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად, „ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი;  მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამის „სიღარიბის დაძლევის გზები“  მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორი.

 

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა  დოქტორის პროფესორის ხარისხი. 1998 წელს დამთავრებული აქვს სოხუმის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ექსპერიმენტებში. 2007-2011 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბისლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. 2011 წლიდან მოღვაწეობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით. არის მრავალი მონოგრაფიისა და ნაშრომის ავტორი.

 

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2008 წლიდან არის ა.(ა).ი.პ ,,რეგიონული განვითარების და სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის’’ დირექტორი. 2012 წლიდან არჩეულია ,,საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის’’ ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ა.(ა).ი.პ ,,ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას’’. არის  რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის ,,სამართალი და ეკონომიკა’’ რედაქტორი. ავტორი და თანაავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 3 მონოგრაფიის და 7 სახელმძღვანელოსი უმაღლესი სასწავლებლებისათვის. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, ტრენინგსა და ფორუმში. არის TEMPUS-ის პროექტების მონაწილე. მისი კვლევის სფეროებია: ტურიზმი, მენეჯმენტი, რეგიონული ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობები.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2003 წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 1994-2016 წწ. უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში.

 

 
 
სასარგებლო ბმულები