დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

ფილოლოგიის დოქტორი, სლავური ფილოლოგიის პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, არის ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვალენტინა საყვარელიძემ 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი, სპეციალობით ავიახელსაწყოთმშენებლი, ხოლო 2000 წელს აკადემიკოს ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სტილისტიკასა და მეტყველების კულტურის, ასევე რუსული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო შრომები.

 

ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური მიმართულების ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სალექციო კურსებს. აქვს გავლილი მრავალი უცხოური საერთაშორისო და ადგილობრივი  საკვალიფიკაციო ტრენინგ-სემინარები; არის 2 სახელმძღვანელოს და 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, რამოდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი.  აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და სხვა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებში.

ამჟამად, გარდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

 

 

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 40-ზე მეტი მონოგრაფიის, სახელმღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი.  2010 წლიდან  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, 2012 წლიდან ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი; სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006 წლის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და  აკრედიტაციის ექსპერტი;

 
სასარგებლო ბმულები