დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

თჰუ-ში მისი დაარსებიდან (1992 წ.) დღემდე ფუნქციონირებს ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2012 წლიდან არის პროფესორი მაკა კაჭარავა.


 

 

 

 

 
ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და ერთი სახელმღვანელოს თანაავტორი, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი.  2010 წლიდან  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, 2012 წლიდან ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი; ERASMUS + კოორდინატორი 2015 წლიდან.  2006 წლიდან დღემდე  სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006 წლის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და  აკრედიტაციის ექსპერტი; 2016 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა უწყვეტი განათლების ექსპერტი


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს. ჰუმანიტარული ფაკულტეტი არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და სტრუქტურული ერთეული, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში შეიმუშავებს და ახორციელებს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს  უმაღლესი განათლების სფეროში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ფილოლოგიის და სხვა მიმართულებით.

 

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 


ჰუმანიტარული  ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დებულების საფუძველზე. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე რეალიზებულია აკრედიტებული ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა და სლავური ფოლილოგიის უცხოენოვანი (რუსულენოვანი) სამაგისტრო პროგრამა.


საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს და გამოუმუშავოს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების და ინგლისური ფილოლოგიის  სფეროს ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და რელევანტური დარგობრივი და ზოგადი  კომპეტენციები.  სლავური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სლავური ენებისა და ლიტერატურის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. მაგისტრანტები საფუძვლიანად შეასწავლიან 2  სლავურ ენას და ლიტერატურას რუსული და უკრაინული ფილოლოგიის მოდულების სახით.

 

ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ფარგლებში მომზადდა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამული აკრედიტაცია გაიარა ფსიქოლოგიია საბაკალავრო პროგრამამ.


ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე დასაქმებულნი არიან ფილოლოგიის სხვადასხვა დარგის პროფესიონალი კადრები ინგლისური, გერმანული, სლავური, ფრანგული, კლასიკური და ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, ასევე ისტორიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვ. მიმართულებით. 

 

ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს  გაიანე გრიგორიანი

 
სასარგებლო ბმულები