დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მართვის ორგანოებია: სტუდენტთა საერთო კრება, რომელიც   ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და ფაკულტეტების სტუდენტთა პირდაპირპროპორციულად - სტუდენტური თვითმმართველობის საბჭოს, 20 წევრის შემადგენლობით.

სტუდენტური თვითმმართველობის საბჭო არჩეულ იქნა 2014 წლის 30 ოქტომბერს და მისი უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია 2016 წლის 30 ოქტომბრამდე.

 

 

 

 

 

 

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია ანზორ  კოპალეიშვილი.


 

2012 წლიდან სწავლობს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პორგრამაზე. 2012 წელს მიიღო მონაწილეობა სამართლის სტუდენტურ კონფერენციაში, საკონფერენციო თემით „სიცოცხლის უფლების დილემები“. 2013 წლიდან არის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, აგრეთვე სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“-ს მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციათა კურსში „ სამოქალაქო განათლება და საზოგადოება“ . ასევე  მონაწილეობდა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში „კონსტიტუციის დღეები“-ში, აგრეთვე მონაწილეობდა ააიპ პროგრესული სტილის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში „ზოგადი კრიმინალისტიკა და საფრთხის შემცველი ფაქტორები“. არის ააიპ კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის თანადამფუძნებელი და სამოქალაქო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტია მარიამ ბერუაშვილი.

 

 

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. მონაწილეობა აქვს მიღებული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ პროექტებში: „ლიდერთა სკოლა“, „საქართველოს მოხალისე“, სადაც იყო მოხალისეთა კოორდინატორი ქარელის მუნიციპალიტეტში, (ჩატარებული აქვს რამდენიმე ტრეინგი მოხალისეობრივ კულტურაზე“), გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან, ხანდაზმულთა დღესთან, ბავშვთა დაცვის და მოხალისეობის საერთაშრისო დღესთან  დაკავშირებით. იყო პროექტ „განათლება შეზღუდვების გარეშე“ თანაორგანიზატორი, რომელიც ითვალისწინებდა შშმ პირთათვის ვებ-ტექნოლოგიების შესწავლას და მათ დასაქმებას. პროექტ „გაეროს ასამბლეა საქართველოში“ მიწვეულ იქნა დელეგატად. 2014-2015 წლებში ა(ა)იპ „აქტიურ სტუდენტთა ასოციაციის“ წევრი. 2015-2016 წლებში ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ საკანონმდებლო ცვლილებებზე წერდა დასკვნა-რეკომენდაციებს. 2015 წლიდან ა(ა)იპ „ყველას აქვს უფლება“-ში არის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


სამართლის ფაკულტეტი


1.    ანზორ კოპალეიშვილი - პრეზიდენტი
2.    მარი ბერუაშვილი - ვიცე-პრეზიდენტი
3.    ნესტან კირთაძე

4.    თეონა ჯანიბეგაშვილი
5.    ელენე კვერნაძე 
6.    გიორგი ჩინჩალაძე
7.    ალექსანდრე კუჭავა


ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი


1.    გიორგი გოგსაძე 
2.    შალვა საველიშვილი
3.    ნინო თავართქილაძე 
4.    გიორგი ხელაშვილი


ჯანდაცვის ფაკულტეტი


1.    თამარი სიყმაშვილი 
2.    ერიკ საროიანი
3.    მინდია მირუაშვილი
4.    თინათინ ჩადუნელი
5.    თამარ მერაბიშვილი


ჰუმანიტარული ფაკულტეტი


1.   გვანცა ქართველიშვილი 
2.   მარიამ გოგილავა
3.   მარიამ ნოდია
4.   მარიამ გოიაევა

 

სტუდენტური თვითმმართველობის დებულება 

სტუდენტური თვითმმართველობის ეთიკის კოდექსი

 
სასარგებლო ბმულები