ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 


 

 


 

ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში 2018 წლის 31 იანვრის N07/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების და დანერგვის მიზნებისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად

 

ვბრძანებ:

 

1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.1. ვალენტინა საყვარელიძე - ჯგუფის უფროსი, რექტორი;

1.2. კახი ყურაშვილი – ჯგუფის უფროსის მოადგილე, პრორექტორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი;

1.3. ვალერიან მუხიგულაშვილი – ადმინისტრაციის უფროსი;

1.4. მაკა კაჭარავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი;

1.5.ნათია ქაჯაია – რექტორის მრჩეველი;

1.6. ნანა ბარნაბიშვილი –  ბიბლიოთეკის უფროსი;

1.7. ილონა საყვარელიძე – ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;

1.8.ნონა გელიტაშვილი - ეკონიმიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი;

1.9. ეკატერინე გიგოლაშვილი – ბუღალტერი;

1.10. გვანცა გულიაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელი სტუდენტების დახმარების მენეჯერი;

1.11. ნიკა დუდაშვილი – იურისტი;

1.12. ხატია ყურაშვილი – ადამიანური რესურსების მენეჯერი;

1.13. მარიამ ბოჭორიშვილი - კარიერული განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის მენეჯერი;

1.14. ბექა ღაჟონია – სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფის ძირითადი ფუნქციები დამტკიცდეს დანართი N1–ის  შესაბამისად;

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფუნქციების განხორციელების შედეგად, სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ახალი ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვა;

4. სამუშაო ჯგუფმა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფუნქციების შესაბამისად საქმიანობა განახორციელოს საუნივერსიტეტო საზოგადოების და დაინტერესებულ პირთა ჩართულობით;

5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფუნქციების შესაბამისი სამუშაოს დასრულებისთანავე სამუშაო ჯგუფი წყვეტს არსებობას;

6. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ვალენტინა  საყარიძე

 

რექტორი - ადემიური სჭოთავმარე 

 
სასარგებლო ბმულები