დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

სამართლის დოქტორი (თსუ), სამეცნიერო ინტერესების სფერო: კონსტიტუციის თეორია, საკონსტიტუციო სამართლის თეორია და პოლიტიკა, საკონსტიტუციო რეფორმები, შედარებითი კონსტიტუციონალიზმი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება. საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი, გამარჯვებულია 2014 წლის ნომინაციაში: „ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ავტორია 10 წიგნის, აგრეთვე არის საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2007-2014 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოების ხელმძღვანელი. არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში. მიღებული აქვს გერმანული ფონდის KAAD (სამეცნიერო მივლინება მაქს პლანკის საჯარო და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (ჰაიდელბერგი, გერმანია) და DAAD სამეცნიერო სტიპენდიები (სამეცნიერო მივლინება იენის უნივერსიტეტი, გერმანია). 

 

2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტარციაში იურიდიულ სამმართველოს წამყვან სპეციალისტად. 2006-2014 წლებში შსს სასაზღვრო პოლიციის იურიდიული სამსახურის უფროსად. 2003 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის ლექტორი და 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადირესტაციო საბჭოს წევრია. ააიპ - საერთაშორისო სამართლის ასოციაციის თავმჯდომარე. 2013 წლიდან ააიპ - საქართველოს უნივერსიტეტების ასოციაციის დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. არის საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ასისტენტ–პროფესორად. ბიზნესის გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები-ს ავტორი. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის  მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 19 სტატია და მონაწილეობდა 6 კონფერენციაში.

 

ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტი. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის – 2 მონოგრაფია. არის რამოდენიმე გამოცემის რედაქტორი, რეცენზენტი, რედკოლეგიის წევრი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სადისერტაციო საბჭოს წევრი; ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი.


ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას 26 წლის განმავლობაში. არის სახელმძღვანელოების, ტერმინოლოგიური ლექსიკონების, სტატიების ავტორი. ეწევა მთარგმნელობით მუშაობას რეფერირებად და საერთაშორისო ჟურნალებში. 1990 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინგლისური მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ორთოპედ-სტომატოლოგი. 2007 წელს თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.  2003 წლიდან დღემდე მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკაში „Classicdent“. 2005 წლიდან დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თსუ-ში, მოწვეულ პედაგოგად. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორად.

 

ბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 1981 წელს დაამთავრა  თსუ, ბოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ბიოქიმია. 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1981 წლიდან დღემდე მუშაობს ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, პარალელურად კი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების კონსულტანტად. 1997–2011 წლებში იყო სხვადასხვა გრანტების მონაწილე. 2010–2016 წლებში  იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 2009 წლიდან დღემდე არის თჰუ-ს ასოცირებული პროფესორი.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი ქირურგი; 2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი  თემაზე “ჰეპატობილიოპანკრეატოდუოდენური  მიდამოს ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზება მცირე ინვაზიური ჩარევების გამოყენებით;” ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2002 წლიდან დღემდე  მუშაობს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური მედიცინის დეპერტამენტის,  ასოცირებულ პროფესორად; 2001-2013 წ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III ქირურგიულ დეპარტამენტში, დიპლომის შემდგომი სამედიცინო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებლად. 2009 წლიდან არის საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ეროვნული კოორდინატორი, გამგეობის წევრი; 2013 წლიდან არის მსოფლიოს ექიმ ქალთა ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი. 2012 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილეა, საერთაშორისო ჟურნალ “ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხებისა,” ასევე 50 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 2012 წლიდან დღემდე  იმყოფება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებულ  პროფესორად. რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო ტრენინგებში, კონგრესებსა და კონფერენციებში, არის კონფერენციების და კონგრესების ორგანიზატორი.

 

1995 წელს წარმატებით  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2000 – 2003 წლებში  სადისერტაციო თემაზე ,,სამამულო  პრეპარატ  „კარიპაზიმის“  გამოყენება  პაროდონტიტის  მკურნალობის  კომპლექსში”  და  მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. ის ამასთანავე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2010-2011 წლებში იყო   ქ. მარნეულის ჰეიდარ ალიევის სახელობის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი,  კათედრის ასისტენტ – პროფესორი; 2011-2012 წლებში   მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის  სახელობის  სამედიცინო უნივერსიტეტში, ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე. 2012  წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო  უნივერსიტეტში  ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე. 1995–დან  2015-წლამდე მუშაობდა ქ. თბილისის მე-9 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში  ექიმ–თერაპევტისა და ორთოპედის  თანამდებობაზე;  2015 წლიდან დღემდე იმყოფება  სტომატოლოგიურ  კლინიკაში „აია“  ექიმ თერაპევტის  და ორთოპედის თანამდებობზე; 2012 წლიდან - მსოფლიოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი. არის მფლობელი სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატისა –  თერაპიული სტომატოლოგია  და  ორთოპედიული სტომატოლოგია.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1991-1996 წლებში  სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2014 წლიდან დღემდე სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინიჭებული აქვს: სახელმწიფო სამხედრო წოდება რეზერვის პოლკოვნიკი, წოდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორი  და "მარკეტინგის" ქვემიმართულებით ასისტენტ-პროფესორი, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 20-ზე მეტი სტატიისა  და მონოგრაფიის ავტორი

 

იგი ფლობს დოქტორის ხარისხს.  ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით 2011 წლიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი 2007 წლიდან. 2009 – 2013 წლებში  მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მაია აღაია არის  მრავალი სამეცნიერო სტატიისა და სახელმძღვანელოს  ავტორი. გავლილი აქვს უამრავი ტრეინინგ კურსი უცხო ენის სწავლების საკითხებში.


მინიჭებული აქვს ფილოლოგის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წლიდან დღემდე, სლავური ფილოლოგიის მიმართულებით. 2012 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი სლავური ფილოლოგიის მიმართულებით ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში. 1997-2001 წლებში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 1997-2002 წლებში ირიცხებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად.

 

2010 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. პარალელურად ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვა უმაღლეს დაწესებულებებშიც. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის, ორი მონოგრაფიის) ავტორი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, ტრენინგისა და ევროკავშირის პროექტის მონაწილე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, რამდენიმე მონოგრაფიის რეცენზენტი, პრეზიდენტისა და Erasmus Mundus-ის სტიპენდიატი

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 2008 წლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში. კითხულობს ლექციებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებში: ყბა-სახის ქირურგია, თერაპიული სტომატოლოგია და ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია. 2010-2012 წლებში მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად. 2012 წლიდან მუშაობს სს „ევექსში“ ყბა - სახის ქირურგად, არის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე 2002 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და შპს „ლანცეტის“ ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს. 2012 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობს  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. 1970-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ზონალურ საპროექტო-არქიტექტურულ კვლევით ინსტიტუტში ჯერ ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. არის 2 წიგნისა და 17 სტატიის ავტორი.

 


 
სასარგებლო ბმულები