დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

სამართლის დოქტორი (თსუ), სამეცნიერო ინტერესების სფერო: კონსტიტუციის თეორია, საკონსტიტუციო სამართლის თეორია და პოლიტიკა, საკონსტიტუციო რეფორმები, შედარებითი კონსტიტუციონალიზმი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება. საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი, გამარჯვებულია 2014 წლის ნომინაციაში: „ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ავტორია 10 წიგნის, აგრეთვე არის საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2007-2014 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოების ხელმძღვანელი. არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში. მიღებული აქვს გერმანული ფონდის KAAD (სამეცნიერო მივლინება მაქს პლანკის საჯარო და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (ჰაიდელბერგი, გერმანია) და DAAD სამეცნიერო სტიპენდიები (სამეცნიერო მივლინება იენის უნივერსიტეტი, გერმანია). 

 

2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტარციაში იურიდიულ სამმართველოს წამყვან სპეციალისტად. 2006-2014 წლებში შსს სასაზღვრო პოლიციის იურიდიული სამსახურის უფროსად. 2003 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის ლექტორი და 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადირესტაციო საბჭოს წევრია. ააიპ - საერთაშორისო სამართლის ასოციაციის თავმჯდომარე. 2013 წლიდან ააიპ - საქართველოს უნივერსიტეტების ასოციაციის დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. არის საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

 


 

1991-1996 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, სასაზღვრო პოლიციის საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2014 წლიდან დღემდე სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინიჭებული აქვს: სახელმწიფო სამხედრო წოდება რეზერვის პოლკოვნიკი, წოდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი.
 
სასარგებლო ბმულები