ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. 1970-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ზონალურ საპროექტო-არქიტექტურულ კვლევით ინსტიტუტში ჯერ ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. არის 2 წიგნისა და 17 სტატიის ავტორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ასისტენტ–პროფესორად. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის  მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 19 სტატია და მონაწილეობდა 6 კონფერენციაში.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორი  და "მარკეტინგის" ქვემიმართულებით ასისტენტ-პროფესორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 20-ზე მეტი სტატიისა  და მონოგრაფიის ავტორი.

 

2003-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სპეციალობა: ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემების მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია. ინფორმაციული ტექნოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2011-2013 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი. ხელსაწყოთმშენებლობის და მართვის სისტემების ავტომატიზაციის მაგისტრი. დღეის მდგომარეობით ირიცხება ხელსაწყოთმშენებლობის, მართვის სისტემების და ტესტ-ინჟინერინგის სადოქტორო პროგრამაზე. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2011-2016წწ. - თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის კოორდინატორად. 2012-2013 წწ. - მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2016 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი. არის 4 სამეცნიერო სტატიის და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი


 
სასარგებლო ბმულები