დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

იგი ფლობს დოქტორის ხარისხს.  ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2011 წლიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი 2007 წლიდან. 2009 – 2013 წლებში  მუშაობდა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მაია აღაია არის  მრავალი სამეცნიერო სტატიისა და სახელმძღვანელოს  ავტორი. გავლილი აქვს უამრავი ტრეინინგ კურსი უცხო ენის (ინგლისური ენის) სწავლების საკითხებში როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში.

 

ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას 26 წლის განმავლობაში. არის სახელმძღვანელოების, ტერმინოლოგიური ლექსიკონების, სტატიების ავტორი. ეწევა მთარგმნელობით მუშაობას რეფერირებად და საერთაშორისო ჟურნალებში. 1990 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინგლისური მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტი. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის – 2 მონოგრაფია. არის რამოდენიმე გამოცემის რედაქტორი, რეცენზენტი, რედკოლეგიის წევრი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სადისერტაციო საბჭოს წევრი; ინტელექტ-კლუბის „რა?სად?როდის?“ წევრი.

 

არის ფილოლოგიის დოქტორი. მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წლიდან დღემდე, სლავური ფილოლოგიის მიმართულებით. 2012 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში.

1997-2001 წლამდე - პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

1997-2002 წლამდე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბოს წევრი.

 

 

2010 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პარალელურად ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვა უმაღლეს დაწესებულებებშიც. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის, ორი მონოგრაფიის) ავტორი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, ტრენინგისა და ევროკავშირის პროექტის მონაწილე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, რამდენიმე მონოგრაფიის რეცენზენტი, პრეზიდენტისა და Erasmus Mundus-ის სტიპენდიატი.

 
სასარგებლო ბმულები