დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი ქირურგი; 2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი  თემაზე “ჰეპატობილიოპანკრეატოდუოდენური  მიდამოს ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზება მცირე ინვაზიური ჩარევების გამოყენებით;” ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2002 წლიდან დღემდე  მუშაობს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური მედიცინის დეპერტამენტის,  ასოცირებულ პროფესორად; 2001-2013 წ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III ქირურგიულ დეპარტამენტში, დიპლომის შემდგომი სამედიცინო და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებლად. 2009 წლიდან არის საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ეროვნული კოორდინატორი, გამგეობის წევრი; 2013 წლიდან არის მსოფლიოს ექიმ ქალთა ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრი. 2012 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილეა, საერთაშორისო ჟურნალ “ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხებისა,” ასევე 50 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 2012 წლიდან დღემდე  იმყოფება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებულ  პროფესორად. რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო ტრენინგებში, კონგრესებსა და კონფერენციებში, არის კონფერენციების და კონგრესების ორგანიზატორი.


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 2008 წლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში. კითხულობს ლექციებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებში: ყბა-სახის ქირურგია, თერაპიული სტომატოლოგია და ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია. 2010-2012 წლებში მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად. 2012 წლიდან მუშაობს სს „ევექსში“ ყბა - სახის ქირურგად, არის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე 2002 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და შპს „ლანცეტის“ ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს. 2012 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობს  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ორთოპედ-სტომატოლოგი. 2007 წელს თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.  2003 წლიდან დღემდე მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკაში „Classicdent“. 2005 წლიდან დღემდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეულ პედაგოგად. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

 

ბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 1981 წელს დაამთავრა  თსუ, ბოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ბიოქიმია. 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1981 წლიდან დღემდე მუშაობს ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, პარალელურად კი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების კონსულტანტად. 1997–2011 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო გრანტების მონაწილე. 2010–2016 წლებში  იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

1990 - 1995 წლებში წარმატებით  დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2000 – 2003 წლებში  სადისერტაციო თემაზე ,,სამამულო  პრეპარატ  „კარიპაზიმის“  გამოყენება  პაროდონტიტის  მკურნალობის  კომპლექსში”  და  მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. ის ამასთანავე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2010-2011 წლებში იყო   ქ. მარნეულის ჰეიდარ ალიევის სახელობის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი,  კათედრის ასისტენტ – პროფესორი; 2011-2012 წლებში   იმყოფებოდა ქ. თბილისის დავით აღმაშენებლის  სახელობის  სამედიცინო უნივერსიტეტში, ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე. 2012  წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო  უნივერსიტეტში  ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე. 1995–დან  2015-წლამდე მუშაობდა ქ. თბილისის #9 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში  ექიმ–თერაპევტისა და ორთოპედის  თანამდებობაზე;  2015 წლიდან დღემდე იმყოფება  ქ. თბილისის ს/ს სტომატოლოგიურ  კლინიკაში „ აია“  ექიმ თერაპევტის  და ორთოპედის  თანამდებობზე; 2012 წლიდან - მსოფლიოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი. არის მფლობელი სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატისა –  თერაპიული სტომატოლოგია  და  ორთოპედიული სტომატოლოგია;

 

 
სასარგებლო ბმულები