დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

     ბიბლიოთეკის უფროსი - ნანა ბარნაბიშვილი
     ტელ.: 5(99) 97 39 06 

     ბიბლიოთეკარ-კონსულტანტი - მზია მაჩხოშვილი
     ტელ.: 5(93) 76 07 62

თჰუ ბიბლიოთეკა


მუშაობს ყოველდღე 9 საათიდან 18 საათამდე

უქმე დღეებისა და დღესასწაულების გარდა.

 

 

ელექტრონული ბიბლიოთეკა (OPEN BIBLIO)


EBSCO Publishing
წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას. 
მოიცავს: 11000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა); მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს; ამერიკის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრული სტატიების ძალზე მოხერხებულ და ეფექტურ საძიებელს.


Bioone
www.bioone.org
მონაცემთა ბაზა მოიცავს 177 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების სფეროდან, რომლებსაც აქვეყნებენ ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი-სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები.


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (ELL)

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ელექტრონული ბიბლიოთეკა

Электронно-библиотечная система (издательство "Лань")

ნეიროფსიქოლოგია - საკითხავი ლიტერატურა ფსიქოლოგიაში


საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბმულები:
http://fs.gallup.unm.edu
http://www.questia.com/library 
http://www.gutenberg.org/catalog/

 

ა(ა)იპ "საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017"-სა და შპს - "თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს" შორის დაიდო ხელშეკრულება სამეცნიერო ტექნიკური პროდუქციის გადაცემაზე, რის საფუძველზეც შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი" გახდა "ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – eIFL" მონაწილეთა კონსორციუმის წევრი  და მიეცა საინფორმაციო საშუალებათა გამოყენების უფლება.  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა პროექტში "ელექტრონულ ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – eIFL" და გამოიყენოს შემდეგი ელექტრონული რესურსები:


Cambridge Journals Online (https://www.cambridge.org/core)

Oxford Journals Collection (http://www.eifl.net/e-resources/oxford-journals-collection)

BioOne Complete (http://www.bioone.org/)

e-Duke Journals Scholarly Collection (https://www.dukeupress.edu/)

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books (https://www.elgaronline.com/page/70/journals)

IMechE Journals (https://us.sagepub.com/en-us/nam/IMeche)

IMF eLibrary (http://www.elibrary.imf.org/?redirect=true)

New England Journal of Medicine (http://www.nejm.org/)

Royal Society Journals Collection (https://royalsociety.org/journals/)

SAGE Premier (https://us.sagepub.com/en-us/nam/sage-premier)

 

 


 

დამტკიცებულია

თჰუ რექტორის 2013  წლის 10 მაისი

41/01 ბრძანებით

მოდიფიცირებულია

თჰუ რექტორის 2016 წლის 25 თებერვლის

N31/01 ბრძანებით

თჰუ ბიბლიოთეკი სარგებლობის დებულება


მუხლი 1. ზოგადი  დებულებანი

ა) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც განთავსებულია უნივერსიტეტის ბიბლიოგრაფიული ფონდი - ბეჭდვითი გამოცემები (სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, სამეცნიერო–კვლევითი ნაშრომები, ისტორიული, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის   მასალა) და ელექტრონული მატარებლებზე დატანილი წიგნადი ფონდი;

ბ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული სასწავლო დანიშნულების დახურული ტიპის (მხოლოდ თჰუ სტუდენტებისა და პერსონალისათვის) ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხოენოვანი სამეცნიერო ბეჭდვითი გამოცემები, რომლებიც განკუთვნილია  სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებელთათვის;

გ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ" საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის დებულებით და ამ დებულებით;

დ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას აქვს საკუთარი შტამპი;

ე) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა - წიგნადი ფონდი და სამკითხველო განთავსებულია თჰუ-ს განთავსების მისამართზე: ქ. თბილისი 0144, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 31.

ვ) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობს  ყოველდღე 09.00–დან 18.00 საათამდე გარდა უქმე და დასვენების დღეებისა.

ზ) ბიბლიოთეკის პერსონალის თანამდებობაზე განწესდება თჰუ რექტორის ბრძანების საფუძველზე; ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს – ბიბლიოთეკის უფროსი; ბიბლიოთეკაში დასაქმებულები არიან ბიბლიოთეკარ–კონსულტანტები. ბიბლიოთეკარ–კონსულტანტთა რიცხოვნებას განსაზღვრავს ბიბლოთეკის უფროსის წარდგინების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორი.


მუხლი 2. ბიბლიოთეკის მიზანი, ამოცანა და ფუნქციები 

ა) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძირითადი მიზანია  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მისიის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობა და მისიაში ასახული ფასეულობების განვითარების  ხელშეწყობა;

ბ) ბიბლიოთეკის ამოცანას წარმოადგენს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, მოწვეული მასწავლებლების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება-გაღრმავების მიზნით შესაბამისი სამეცნიერო, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით  და სხვა სახის ლიტერატურით უზრუნველყოფა;

გ) თჰუ ბიბლიოთეკის ფუნქციებია:

გ.ა) საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, სისტემატური შევსება საგანმანათლებლო, სამეცნიერო  ღირებულების მქონე ქართული და უცხოური გამოცემებით; მათი დაცვა და  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ.ბ) მონაცემთა ბაზების შექმნა;

გ.გ) საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობის უზრუნველყოფა;

გ.დ) სამკითხველოში საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობის პირობების შექმნა;

გ.ე) საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.ვ) უცხოურ, მათ შორის, საბიბლიოთეკო (IFLA და სხვ.) ორგანიზაციებთან და უცხოურ უნივერსიტეტებთან, აგრეთვე საქართველოში მოქმედ ფონდებთან, საელჩოებთან და სხვა ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა;

გ.ზ) საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;

გ.თ) საბიბლიოთეკო პროცესების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით  სრულყოფა; საბიბლიოთეკო ინტეგრირებული ავტომატიზებული სისტემის დანერგვა.


მუხლი 3. ბიბლიოთეკის  უფლება და მოვალეობანი 

ა) ბიბლიოთეკას უფლება აქვს გაატაროს დებულებით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზით, კატალოგებით (ელექტრონული და ბარათული) სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ  ბიბლიოთეკის ქონებას;

ბ) ბიბლიოთეკის ქონების და ფონდის დაცვა, მოვლა-პატრონობა სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა და მკითხველისათვის;

გ) ბიბლიოთეკა ვალდებულია  უზრუნველყოს მკითხველების თავისუფალი დაშვება ბიბლიოთეკის ფონდებთან;

დ) ბიბლიოთეკა ვალდებულია  უფასოდ მოემსახუროს მკითხველს და მიაწოდოს სრული ინფორმაცია საბიბლიოთეკო ფონდების შესახებ;

ე) ბიბლიოთეკა ვალდებულია  უფასოდ გაუწიოს მკითხველს კონსულტაცია ინფორმაციის წყაროების არჩევასა და ძიებაში;

ვ) ბიბლიოთეკა ვალდებულია შეისწავლოს  ბიბლიოთეკის მომხმარებლის მოთხოვნები და სრულყოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;

ზ) ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს  ბიბლიოთეკის ფონდში არსებული გამოცემების აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურად გამოყენებას კანონით და თჰუ დებულებით გათვალისწინებული წესებით;

თ) ბიბლიოთეკა, ფაკულტეტებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამზადებს წინადადებებს  ბიბლიოთეკის ფონდების განახლებაზე თანამედროვე ქართულენოვანი და უცხოენოვანი  ლიტერატურით.


მუხლი 4. ბიბლიოთეკის  პერსონალი 

ა) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს  ბიბლიოთეკის  უფროსი, რომელსაც ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი და თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე;

ბ) ბიბლიოთეკის უფროსი:

ბ.ა) წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას, აკონტროლებს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ბ.ბ) თჰუ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით წარმართავს  ბიბლიოთეკის საფინანსო საქმიანობას და პასუხს აგებს მის შედეგებზე;

ბ.გ) პასუხს აგებს  ბიბლიოთეკის ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის;

ბ.დ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს  ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, თანამშრომელთა და მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;

ბ.ე) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკაში წიგნების მიღებას, დამუშავებას და მათ არღიცხვას ელექტრონულ ან/და  ბეჭდურ კატალოგებში;

ბ.ვ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარუდგენს ანგარიშს უნივერსიტეტის რექტორს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ.

გ) ბიბლიოთეკაში დასაქმებულნი არიან ბიბლიოთეკარ-კონსულტანტები, რომელთა სამუშაო აღწერილობას ადგენს ბიბლიოთეკის უფროსი ამ დებულების შესაბამისად;

დ) ბიბლიოთეკარ-კონსულტანტი:

დ.ა) უზრუნველყოფს მკითხველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის ფონდებით, კატალოგებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით;

დ.ბ.) უზრუნველყოფს პერიოდულ გამოცემათა დამუშავებას და აღრიცხვას;

დ.გ) აწარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალს;

დ.დ) კონსულტაციებს უწევს მკითხველებს  ბიბლიოთეკით სარგებლობის თაობაზე.

ე) ბიბლიოთეკის უფროსი თანამდებობრივად წარმოდგენილია თჰუ წარმომადგენლობით საბჭოში;

ვ) ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 5. მკითხველის უფლებები 

ა) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მკითხველია:

ა.ა) სტუდენტი:

ა.ბ) აკადემიური პერსონალი;

ა.გ) შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მოწვეული პერსონალი;

ა.დ) ადმინისტრციული და დამხმარე პერსონალი;

ა.ე) სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, თუ ისინი ხელშეკრულების საფუძველზე (სტუდენტური გაცვლის პროგრამა ან სხვ.) იმყოფებიან თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში რაიმე სასწავლო-კვლევითი პროგრამით;

ბ) მკითხველს უფლება აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ისარგებლოს ბიბლიოთეკით,  ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის  მუშაობის საათებში;

გ) მკითხველს უფლება აქვს უფასოდ მიიღოს დროებით სარგებლობაში  სხვადასხვა საბიბლიოთეკო მასალები გატანის უფლებით ან სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ; სტუდენტის ან აკადემიური პერსონალის მიერ საბიბლიოთეკო მასალის გატანა შესაძლებელია ერთი სემესტრის მანძილზე, ხოლო სხვა მკითხველების მიერ  – არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა;

დ) გატანაზე ნებართვის შეზღუდვა ხდება ბიბლიოთეკის უფროსის მიერ, იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკის ფონდში მკითხველისათვის დროებით სარგებლობაში გადასაცემი ერთეულის ეგზემპლარების ოდენობა 3-ზე ნაკლებია; ამ შემთხვევაში ეგზემპლარით სარგებლობა დაიშვება სამკითხველო დარბაზში;

ე) მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკით სარგებლობის დებულებით განსაზღვრული მისი უფლებების დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართოს თჰუ რექტორს (ან პრორექტორს), რაც განხილულ უნდა იქნას 2 კვირის ვადაში;

ზ) ბიბლოთეკაში ჩაწერის დროს მკითხველზე იხსნება მკითხველის ბარათი, რომელიც ადასტურებს სწავლის და მუშაობის პერიოდში ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას;

თ) მკითხველის ბარათის მიღებისათვის საჭიროა სტუდენტის ბილეთის და ფოტო სურათის წარმოდგენა; სტუდენტის მკითხველის ბარათი მოქმედია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსი აქტიურია; უნივერსიტეტში დასაქმებულთა ბიბლიოთეკაში მკითხველად ჩაწერა ხდება პირადი განცხადებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიის მიხედვით;

ი) ბიბლიოთეკის თანამშრომელი ვალდებულია გააცნოს მკითხველს ”ბიბლიოთეკით სარგებლობის დებულება”, რაც დასტურდება მკითხველის ხელმოწერით მკითხველთა ბარათზე.


მუხლი 6. მკითხველის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები 

ა) მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის დებულებას და დაიცვას იგი, რასაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით მკითხველის ბარათზე;

ბ) მკითხველი ვალდებულია გაუფრთხილდეს საბიბლიოთეკო ფონდებს და ბიბლიოთეკის ქონებას;

გ) მასალის მიღების მომენტში დეფექტის აღმოჩენისას მკითხველი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ბიბლიოთეკის თანამშრომელს;

დ) მასალის დაკარგვის  ან დაზიანების  შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია  ჩაანაცვლოს დაკარგული/დაზიანებული მასალა იმავე ღირებულების და შინაარსის გამოცემით, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში აანაზღაუროს დაკარგული/დაზიანებული მასალის საბალანსო ღირებულება;

ე) მკითხველი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია;

ვ) მკითხველი ვალდებულია ბიბლიოთეკის უფროსის დასაბუთებული  მოთხოვნის მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი საბიბლიოთეკო მასალა;

ზ) მკითხველს ეკრძალება გააკეთოს საბიბლიოთეკო ფონდებში დაცულ ერთეულებზე ჩანაწერები, ამოხიოს ფურცელი, გადაკეცოს, დააფორმატოს ელექტრონულ მატარებლები ან სხვაგვარად დააზიანოს საბიბლიოთეკო ფონდები;

თ) კატეგორიულად იკრძალება სამკითხველო დარბაზიდან მასალების გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნებართვის გარეშე.

ი) მკითხველის მიერ ბიბლიოთეკით სარგებლობის დებულების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი ძირითადი სანქციები:

– ზეპირი შენიშვნა;

– წერილობითი გაფრთხილება, რაც შეიტანება მკითხველის ბარათში;

– საბიბლიოთეკო ფონდის მასალების გატანის უფლების შეზღუდვა 1 სემესტრის ვადით.

კ) ბიბლიოთეკით სარგებლობის დებულების დარღვევისათვის, რაც იწვევს საბიბლიოთეკო ფონდების ან/და ქონების დაზიანებას, ძირითად სანქციასთან ერთად, მკითხველის მიმართ გამოიყენება ბიბლიოთეკისათვის მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურების მექანიზმი ამ დებულების შესაბამისად.


მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

ა) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის დებულებას ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი;

ბ) ბიბლიოთეკით სარგელობის  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.

 
სასარგებლო ბმულები