ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
 
თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“

თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“

2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ ("Eastern Partnership - EaP and Business Development Perspectives in the Caucasus Region"). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის საფეხურის ქართული და რუსული პროგრამების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა, ასევე მოწვეულმა სტუმარმა - ორგანიზაცია ProActive Group Georgia-ს ხელმძღვანელმა, „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“ - გიორგი აგირბაიამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას - ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნესის განვითარებას, ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნებში განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურიმ შეარჩია 3 საუკეთესო პრეზენტატორი, რომლებიც დასაჩუქრდნენ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გადმოცემული წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

 
თჰუსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თჰუსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

შპს „თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა“ და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2018 წლის 18 მაისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ახალგორის მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის და გარკვეული კატეგორიის საქმეებზე უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის მიერ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები და აქტივობები დევნილი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.

 
თჰუში ჩატარდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

თჰუში ჩატარდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 17 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ”მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის საფუძვლები”

 
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მემორანდუმი შპს „ორ ნაბიჯთან“

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მემორანდუმი შპს „ორ ნაბიჯთან“

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს „ორ ნაბიჯს“ შორის. მემორანდუმის თანახმად, თჰუ-ს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან „ორი ნანიჯის“ ფილიალებში. 22 მაისს კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თჰუ სტუდენტებისთვის, გააცნეს მათი საქმიანობის სპეციფიკა და სამუშაო პირობები, ასევე შესთავაზეს კონკრეტული ვაკანსიები და შეავსებინეს ანკეტები.

 
თჰუს დახმარებით სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო

თჰუს დახმარებით სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სკვერი-ბიბლიოთეკა მოეწყო.

1 2 3 4 5 6
 
სასარგებლო ბმულები