დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მისი დაარსებიდან (1992წ.) დღემდე ფუნქციონირებს სამართლის ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2006 წლიდან არის საჯარო სამართლის პროფესორი კახი ყურაშვილი.

 

 

 

 
სამართლის დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 20-ზე მეტი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი, 10-ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი, რეცენზენტი.  2001-2003 წლებში იყო  სამართლებრივი რეფორმების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. 2003-2016 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი. 2009 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, იყო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2009 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იყო ამავე კომისიის სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2010 წელს, ხოლო განმეორებით 2013 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ. 2015 წლიდან არის ევროპის საბჭოს ექსპერტი მედია სამართალში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თჰუ სამართლის ფაკულტეტის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს.

 

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 

 
სამართლის ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის საბაკალავრო პროგრამას. სამართლის საბაკალავრო პროგამის განხორციელების მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიერ საქართველოს ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობების და ღირებულებების, ასევე სპეციალიზაციის სფეროს სიღრმისეული ცოდნა; სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაბამისი ცოდნა სამართალმცოდნეობაში (სამართლის თეორიასა და მეთოდებში, ფილოსოფიასა და ისტორიაში), საჯარო სამართალში, კერძო სამართალში, სისხლის სამართალსა და საერთაშორისო სამართალში. 

სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სპეციალიზაციის მოდულების ან/და სასწავლო დისციპლინების კონცენტრაციით; მაგალითად, კერძო სამართალში, ადმინისტრაციული სამართლის ელემენტებით და სხვ. სამართლის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს გაარკვევს  მოქმედი კანონმდებლობის რეალიზაციის სპეციფიკასა და პრობლემატიკაში, გამოუმუშავებს მას შეფასების, ანალიზისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს, გააცნოს მას უცხოური პრაქტიკას, უბიძგებს გადაწყვეტილებათა მომზადებისას საკითხის პრობლემურ ჭრილში გაანალიზებისაკენ და გადაწყვეტილებათა ეფექტური რეალიზაციისაკენ. სამართლის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების ცოდნა-გაცნობიერებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების სწავლებას; სტუდენტი დაეუფლება იურისტის საქმიანობის განხორციელებისათვის  აუცილებელ მეთოდებს, გამოიმუშავებს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს, ასევე კომუნიკაციისა და სწავლების უნარს, შეეძლება საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეების მიდევნება და ცოდნის მუდმივად განახლება. ამ მიზნების მისაღწევად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრისა და პროგრამის განვითარების პროცესში ჩართულნი არიან  დაინტერსებული მხარეები -  აკადემიური პერსონალი, რომელთა ნაწილი ასევე პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობასაც ეწევა და დამსაქმებელიცაა (ადვოკატები, მოსამართლეები), სტუდენტები, კურსდამთავრებულები. სამართლიფ ფაკულტეტზე სწავლების პროცესში ჩართულები არიან: პროფესორები კახი ყურაშვილი, არჩილ ლორია, ლელა ნადიბაიძე, თამარ ჩიტოშვილი, ეკა ზარნაძე, მაკა სალხინაშვილი, ასოცირებული პროფესორები მანანა ხვედელიძე, დავით გეფერიძე, ბექა ქანთარია, ავთანდილ ხაზალია,  სამართლის დოქტორები: მაია კოპალეიშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი), ლალი ფაფიაშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი), მაია ივანიძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე), შალვა ქურდაძე (ადვოკატი), ნინო ბარაბაძე (ნოტარიუსი), თამარ ლალიაშვილი, ასმათ გუგავა და სხვები.


სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობა. ამასთან, ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გათვალისწინებულ იქნას დამატებითი წინაპირობები (სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება). 

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამართლის მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის გაღრმავებაზე სამართლის ქვედარგის/სპეციალიზაციის კუთხით.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: სტუდენტურ თვითმმართველობაში, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში.

 

სამართლის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ქალბატონი ეთერ ირემაძე   

 

 


 
სასარგებლო ბმულები