დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 
თჰუ-ში მისი დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის მიმართულების ფაკულტეტი, რომლის დეკანიც გახლავთ პროფესორი მადონა გელაშვილი.


 

 


 
მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების  ს/კ  ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად, „ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი;  მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამის „სიღარიბის დაძლევის გზები“  მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თჰუ ეკონიმიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს.

 

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 


ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ახორციელებს ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის ქართულ და რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამებს.

 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მისიის, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე  ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამების მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ბიზნეს-პროცესებისა და ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიან მართვას, რაშიც დაეხმარება მმართველობითი საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. ასევე უნივერსიტეტის  მიერ შეთავაზებული პროგრამა უზრუნველყოფს საქართველოს შიდაეროვნულ შრომის ბაზარს  დამსაქმებელთა მოთხოვნების ადეკვატური  ხარისხის, სათანადო  კომპეტენციისა და კვალიფიკაციის  მქონე  კონკურენტუნარიან სპეციალისტებით დაკომპლექტებას. 
პროგრამა იძლევა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას. 


ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მქონეებმა შეიძლება დაიკავონ პოზიციები მართვის საწყის დონეზე, მათ შორის კომპანიის ადმინისტრაციაში, ოპერაციულ მენეჯმენტში, ლოჯისტიკაში, მარკეტინგსა და გაყიდვებში, კადრების მართვაში, ფინანსებში, ბუღალტერიაში, მართვის საინფორმაციო სისტემებში და ბიზნესის სხვა ფუნქციონალურ სფეროებში. პოზიციის არასრული ჩამონათვალი შემდეგია: შესყიდვების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, რეკლამების მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერი, პროექტების მენეჯერი, საკრედიტო მენეჯერი, კადრების მენეჯერი, ლოგისტიკის მენეჯერი, აუდიტორი, ფინანსური მენეჯერი, კომერციული დირექტორი და სხვა.

 

ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ფარგლებში მომზადდა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამული აკრედიტაცია გაიარა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ, რომლის მიზანია მოამზადოს ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი სპეციალისტი, რომელსაც ექნება: ტურიზმის სფეროს ფართო ცოდნა, დარგობრივი უნარები; ეცოდინება ტურიზმის დარგობრივი სტრუქტურა, ფუნქციონირების მექანიზმები, გაერკვევა ტურისტული ფირმებისა და ტურიზმის ძირითად ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ფუნქციებში; პროგრამის მიზანია ასევე მოამზადოს ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობიერებას, კრიტიკულ გააზრებას და ექნება ფართო ცოდნა ტურიზმის  თეორიულ   და პრაქტიკულ ასპექტებში, ექნება პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები.


სწავლების პროცესში ჩაბმულები არიან პროფესორები: მადონა გელაშვილი, ირმა დიხამინჯია, ნოდარ გრძელიშვილი, ასოცირებული პროფესორები: ნინო ქეცბაია, ნატო გეგენავა, ქრისტინე ჯღანჯღავა, ამალია არუთინოვა, ასისტენტ-პროფესორი შორენა მეტრეველი.

 

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ირმა წიკლაური .

 
სასარგებლო ბმულები