ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

თჰუ-ში მისი დაარსებიდან (1992 წ.) დღემდე ფუნქციონირებს ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2012 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე იყო პროფესორი მაკა კაჭარავა.


 

 

 

 

 

 

თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს. ჰუმანიტარული ფაკულტეტი არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და სტრუქტურული ერთეული, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში შეიმუშავებს და ახორციელებს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს  უმაღლესი განათლების სფეროში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ფილოლოგიის და სხვა მიმართულებით.

 

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 


ჰუმანიტარული  ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დებულების საფუძველზე. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე რეალიზებულია აკრედიტებული ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა და სლავური ფოლილოგიის უცხოენოვანი (რუსულენოვანი) სამაგისტრო პროგრამა.


საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს და გამოუმუშავოს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების და ინგლისური ფილოლოგიის  სფეროს ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და რელევანტური დარგობრივი და ზოგადი  კომპეტენციები.  სლავური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სლავური ენებისა და ლიტერატურის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. მაგისტრანტები საფუძვლიანად შეასწავლიან 2  სლავურ ენას და ლიტერატურას რუსული და უკრაინული ფილოლოგიის მოდულების სახით.

 

ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ფარგლებში მომზადდა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამული აკრედიტაცია გაიარა ფსიქოლოგიია საბაკალავრო პროგრამამ.


ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე დასაქმებულნი არიან ფილოლოგიის სხვადასხვა დარგის პროფესიონალი კადრები ინგლისური, გერმანული, სლავური, ფრანგული, კლასიკური და ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, ასევე ისტორიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვ. მიმართულებით. 


ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს  გაიანე გრიგორიანი 

ელ-ფოსტა: ggrigorian@thu.edu.ge

 
სასარგებლო ბმულები