დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 
თჰუ-ში 2009 წლიდან ფუნქციონირებს ჯანდაცვის ფაკულტეტი. ფაკულტეტის დეკანი 2009 წლიდან  გახლავთ პროფესორი, მედიცინის დოქტორი ილონა საყვარელიძე.

 

 

 

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი; 2000-2002 წლებში სწავლობდა სამეშკოს სახელობის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურაზე. 2002-2006 წლებში  სწავლობდა და დაამთავრა ასპირანტურა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „პაროდონტის მდგომარეობის წინაკლინიკური დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ჰიპოდინამიის და კოსმოსური გაფრენის (სივრცეში ფრენის) დროს, რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. საერთო სამუშაო სტაჟი შეადგენს 21 წელს, სტომატოლოგიის დარგში კი 17 წელი. ასევე არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის  ავტორი. 2013 წელს დაამთავრა  ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზაციების მენეჯმენტის მიმართულებით. 2009 წლიდან დღემდე ასევე არის თბილისის ჰუმანიტარული საწავლო უნივერსიტეტის, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი (სტომატოლოგიის მიმართულებით).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თჰუ ჯანდაცვის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს.

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 

თჰუ–ში ჯანდაცვის ფაკულტეტი სტომატოლოგიის დარგში უმაღლესი სამედიცინო განათლების სასწავლო  კერაა, რომელიც სასწავლო პროცესში იყენებს საკუთარ მატერიალ-ტექნიკურ ბაზას.  ჯანდაცვის ფაკულტეტზე წარმოდგენილია   ქართულენოვანი და რუსულენოვანი დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამები. ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებსფუნდამენტური და კლინიკური სასწავლო დისციპლინების საპროფესორო და სპეციალური კლინიკური სასწავლო დისციპლინების საპროფესორო, ფაკულტეტს გააჩნია საკუთარი სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკა. ფაკულტეტი ვალდებულებას იღებს შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე. დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების  მიზანია აღზარდოს დიპლომირებული ექიმი-სტომატოლოგები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხდება ფაკულტეტზე დასაქმებული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ.

 

გარდა ამისა,  2013 წელს  ჯანდაცვის  ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა  რეზიდენტურა  თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობაა  – 11 თვე. პროგრამის დამთავრების შემდეგ გაიცემა უნივერსიტეტის დიპლომი.

 

ჯანდაცვის ფაკულტეტი აკადემიური პროგრამების გარდა ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას  – კბილის ტექნიკოსი  III ,IV და  V საფეხურები.

 

ჯანდაცვის ფაკულტეტზე რეალიზებული დიპლომირებული სტომატოლოგის  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო და  საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის ათვისების მიზნით ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კლინიკა. ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: სტუდენტურ თვითმმართველობაში, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში.

 

ჯანდაცვის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ქალბატონი ლიკა ობგაიძე  

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკის გავლისა  და სხვა აქტივობების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შემდეგ დაწესებულებებთან:

 
♦Dmedical – ისრაელის კომპანია, რომელიც ახორციელებს სტაჟირებას ისრაელის ნებისმიერ სტომატოლოგიურ კლინიკაში;
♦ შპს „ტრავმატოლოგი“;
♦ შპს „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი;
♦ სს“ კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
♦ შპს „ ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
♦ შპს „ ჯანმრთელობის ცენტრი“
♦ შპს „ კლასიკ დენტი“
♦ სს „თ/ ცეცხლაძის სახ. №2 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა”
♦ შპს „ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი“
♦ შპს „ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“
♦ შპს „ ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“
♦ შპს „ ახალი სამშობიარო ცენტრი“
♦ შპს „ კლინიკა მედიკა“

 
სასარგებლო ბმულები