თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი - დასაქმება
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

- თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული წინსვლისა და სტუდენტთა მხარდაჭერის განყოფილება, რომლის მიზანია გამოიკვლიოს შრომის ბაზარი და დაადგინოს თუ რა პროფესიებზეა მოთხოვნა, რათა განხორციელდეს ამ მოთხოვნების შესაბამისი განათლების დაგეგმვა, ორგანიზება და მიწოდება სტუდენტებისათვის, იმისათვის რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს დასაქმება.

კარიერული წინსვლისა და სტუდენტთა მხარდაჭერის განყოფილებას, ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, აქვს მჭიდრო და დაგეგმილი კოორდინაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან, სტუდენტების უშუალო ჩართულობით. იგი განსაზღვრავს სამიზნე აუდიტორიას, პოტენციური დამსაქმებლების სეგმენტურად დაყოფას, უზრუნველყოფს კარიერული პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი კანდიდატურების შერჩევასა და შეხვედრების დაგეგმვას, დამსაქმებელთან სტუდენტთა უშუალო კონტაქტის უზრუნელყოფას.

-  კარიერული წინსვლისა და სტუდენტთა მხარდაჭერის განყოფილება სტუდენტებისათვის გეგმავს ტრენინგებს, რა დროსაც  სტუდენტები სწავლობენ, როგორ შეადგინონ რეზიუმე, როგორ დაწერონ მაღალი დონის სამოტივაციო წერილი, როგორ აწარმოონ ინტერვიუ/მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან.

 

უნივერსიტეტში კარიერული წინსვლისა და სტუდენტთა მხარდაჭერის პროცესს წარმართავს  ქ-ნი მარიამ ბოჭორიშვილი.

კონტაქტი:

ელ-ფოსტა: mbochorishvili@thu.edu.ge

ტელ: (+995) 596 100 385

 

კარიერული განვითარებისა და სტუდენტური მხარდაჭერის განყოფილების დებულება 

 
სასარგებლო ბმულები