ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

განცხადებები
 
სიახლეები
 
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019

2019 წლის 28 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ კურსდამთავრებულთა მშობლებიც. სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ტრადიციული ქუდების აყრით დამთავრდა, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, სასიამოვნო მუსიკალური პროგრამის თანხლებით. დამსწრე საზოგადოებისათვის დღე ემოციურად და შთამბეჭდავად დასრულდა. სრული ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://drive.google.com/open?id=1sZm7v1IJ7oTTGZJ-uLB0OhYbc1YPZdSj

 
 საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე

2019 წლის 6 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და სამართლის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

 
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი:

 
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბორიძე ჩაატარებს ტრენინგს, თემაზე: „საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ“. გთხოვთ მობრძანდეთ საკონფერენციო დარბაზში (ოთახი N 15) პატივისცემით, კვლევებისა და განვითარების ცენტრი - იამზე თაბორიძე, გივი მაკალათია

 
ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში

ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში

2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში". შეხვედრას უძღვებოდა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმი ნეიროქირურგი ალექსანდრე შულაია.

 
ნეიროქირურგ ალექსანდრე შულაიას მასტერკლასი

ნეიროქირურგ ალექსანდრე შულაიას მასტერკლასი

2019 წლის 24 ივნისს 13 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთათვის ლექციას გამართავს "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" ექიმი-ნეიროქირურგი ალექსანდრე შულაია.

 
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019

2019 წლის 28 ივნისს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება კურსდამთავრებულთა საზეიმოდ გაცილების საღამო, ღონისძიება ჩატარდება განსაკუთრებული ფორმატით. პატივისცემით, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

 
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 
ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში

ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში

2019 წლის 14 ივნისს 2 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში". შეხვედრას უძღვებოდა „კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი - მერი ტარიელაშვილი.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები