ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. 


სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საადვოკატო პრაქტიკას სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. 


კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები