დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

— თბილისის ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა, როგორც უმაღლესმა სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ფუნქციონირება დაიწყო 1992 წელს, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე. უნივერსიტეტს მიეცა უფლება, მოემზადებინა კადრები შემდეგი სპეციალობებით: ისტორია, სამუზეუმო საქმე და ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვა, ჟურნალისტიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, სამართალმოცდნეობა, უცხო ენები და ხელოვნებათმცოდნეობა.
— 2002 წლიდან უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად იმავე სახელწოდებით, რის შემდეგაც საქართველოს განათლების სამინისტრომ თჰუ-ის მისცა უმაღლესი პროფესიული განათლების განხორციელების უფლება შემდეგი სპეციალობებით: ფინანსები და კრედიტი, მენეჯმენტი, საერთოშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ბუღალტრული აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი. 
— 2002–2010 წლებში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ინსტიტუციური აკრედიტაციის საფუძველზე ახორციელებდა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, თუმცა მოგვიანებით საქართველოს კანონმდებლობაში უნივერსიტეტების სტატუსთან დაკავშირებით შეტანილი საკანონმდებლო ნოვაციების შესაბამისად, უნივერსიტეტმა დააზუსტა თავისი სტატუსი, გახდა სასწავლო უნივერსიტეტი (შეიცვალა სახელწოდება, გახდა შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი) და მთავარ მიზნად დაისახა საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიანი რეალიზაცია. სადოქტორო საფეხურზე უარის თქმამ, საშუალება მისცა უნივერსიტეტს აქცენტები გაეკეთებინა შრომის ბაზარზე უფრო მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

— 2010 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი სახელმწიფო ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის საფუძველზე ახორციელებს უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის (საბაკალავრო, ერთსაფეხურიან და სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამებს. გადა ზემოაღნიშნულისა, უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტი სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს სთავაზობს რუსულენოვან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც.

— თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაშია მინიკამპუსი თბილისში, ორი სასწავლო კორპუსით, სპორტული მოედნით, საუნივერსიტეტო ეზოთი, ბაღითა და სტუდენტური კაფით.

— უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს მიეცა უფლება უმაღლესი და პროფესიული აკადემიური პროგრამებით მოამზადოს 750 სტუდენტი.

თჰუ ამ ეტაპზე ახორციელებს 8 ქართულ და 3 რუსულენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, სააკრედიტაციოდ წარდგენილია 3 ქართულენოვანი და 1 ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა. უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს 2 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას და ქართულ ენაში მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო აკრედიტებულ პროგრამას.

— უნივერსიტეტში ხარისხიან სწავლებას 2017 წლის მონაცემებით, უზრუნველყოფს  21 პროფესორი, 35 ასოცირებული პროფესორი, 8 ასისტენტ-პროფესორი, ასევე 40-მდე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული  ლექტორი.

 
სასარგებლო ბმულები