დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

 

აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ბიუჯეტის განსაზღვრას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტების ყოველწლიურად განსაზღვრას, შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში; საგრანტო პროექტების მომზადებას, ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის სამეცნიერო ფორუმების ჩატარების ორგანიზებას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის საერთაშორისო ინტერაქტიული ხასიათის სემინარების, კონფერენციებისა და ვორკშოპების ორგანიზებასა ან/და გამართვას; სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას და მასში, როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფას; სამეცნიერო დანიშნულების წიგნადი და ციფრული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მონიტორინგსა და სრულყოფაზე/გაძლიერებაზე ორიენტირებული წინადადებების შემუშავებას; სხვა აქტივობების განხორციელებას, ყოველწლიურად განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მოქმედებს სამეცნიერო კვლევების საბჭო და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი.

სამეცნიერო კვლევების საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია თჰუ რექტორის 2018 წლის 29 იანვრის N16/01 ბრძანებით და მისი უფლებამოსილების ვადაა - 2 წელი.


სამეცნიერო კვლევების საბჭო შემადგენლობაა:

ა) პროფესორი  ვალენტინა საყვარელიძე, თჰუ რექტორი, საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი თამარ ლალიაშვილი (სამართლის ფაკულტეტი);

გ) პროფესორი მაკა კაჭარავა (ჰუმანიტარული ფაკულეტეტი);

დ) პროფესორი ნინო ორმოცაძე (ჯანდაცვის ფაკულეტეტი);

ე)  პროფესორი ირმა დიხამინჯია (ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი);

ვ) ვლადიმერ ოგანეზოვი - სტუდენტი;

ზ) ნინო სუდაძე - სტუდენტი.


სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის, ასევე სამეცნიერო კვლევების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულების პროცესს წარმართავს  სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის კოორდინატორი;


სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის რეგლამენტი  

 
სასარგებლო ბმულები