ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:


1. სამართლის  ფაკულტეტი:

 
1.1. სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში: 

 

1.1.1. აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა - სისხლის სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული; 
1.1.2. აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა - საერთაშორისო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული
1.1.3. აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა - კერძო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული;

 

 

2. საკონკურსო პირობები:

2.1. ასოცირებული პროფესორი

ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

  • არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;
  • აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს ქართულ ენაზე;
  • საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად;
  • აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

3. დამატებითი ინფორმაცია:

 

  • აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აფილირებულობა:
  • აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე განწესების შესახებ;
  • აკადემიურ პერსონალთან ასევე ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით ან უვადოდ;
  • აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ:
  • მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომის ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული სხვა უსდ-თან აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება;
  • იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სახელით;
  • თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება რექტორის ბრძანებით; აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება, თუ:
  • არც ერთ სხვა უსდ-თან არ თანამშრომლობს;
  • პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე.

 

კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე) ;
  • ნოტარიალურად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
  • ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;
  • განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად;

 

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზეwww.thu.edu.ge .

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება 8  წლითკონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით. 

ღია კონკურსი ცხადდება 2018 წლის 5 ნოემბრიდან; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31  2018 წლის  06 დეკემბრის 10.00 საათიდან  2018  წლის  12  დეკემბრის   17.00 საათამდეკვირის  და სადღესასწაულო დღეების გარდა.

დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომრებზე: 032  254  59 08; 032 254 59 09

საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2018 წლის  13  დეკემბერს,  ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე;

საკონტაქტო პირი: სოფიო ორდინიძე,  +995 577997708

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები