დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

რედაქტირებულია 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის 
აკადემიური საბჭოს 2011 წლის 31 მაისის   №2/2011 გადაწყვეტილებისა 
და თჰუ რექტორის  2011  წლის 04 ივნისის   №35/01 ბრძანებით 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის


მ ი ს ი ა


კერძო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სასწავლო უნივერსიტეტს), რომელიც ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით და “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ამ მისიის საფუძველზე და ფარგლებში. 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის საფუძველზე მის მიერ დამოუკიდებლად მიღებული მისიის შესაბამისად. 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა დარგობრივი და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად შექმნილი უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის ან მასთან გათანაბრებული, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციით, ასევე რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების სწრაფად ცვალებადი საზოგადოებრივი დაინტერესების შესაბამისად რეგულარული გადახედვითა და მოდიფიცირებით:
–  დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს და მისცეს სათანადო ხარისხისა და ხელმისაწვდომი უმაღლესი და პროფესიული განათლება;
– წვლილი შეიტანოს პიროვნების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში, მისი შემოქმედებითი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, უზრუნველყოს სტუდენტში/პროფესიულ სტუდენტში უმაღლესი ან პროფესიული განათლების ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ფორმირება და მის მიერ თანამედროვე ცოდნის შეძენა;
– უზრუნველყოს საქართველოს შიდაეროვნული შრომის ბაზარი დამსაქმებელთა მოთხოვნების ადეკვატური ხარისხის, სათანადო კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, ხოლო კურსდამთვარებულები ამავე ბაზარზე – პროფესიული კონკურენტუნარიანობით;
– თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს სწავლებისა და სწავლის აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფაში, სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარება-დანერგვასა და დარგობრივი და პროფესიული სტანდარტების სრულყოფაში.

 
სასარგებლო ბმულები