დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით (1988წ.), ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა (1995წ.). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – სახელმწიფო მმართველობაში ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის თემაზე (1999წ.) და მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (Ph.D).
სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადების პროგრამის “საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარება” ფარგლებში (1997წ.).
2001-2003, 2010-2011 წწ. – სხვადასხვა დროს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, შპაიერის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში. ჩატარებული აქვს კვლევა სხვადასხვა თემაზე: ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული პროცესი (შედარებითი ანალიზი), ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებათა ურთიერთმიმართება, ადმინისტრაციული მეცნიერება და თანამედროვე საჯარო მმართველობა, მმართველობის მოდერნიზაცია.
მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში იურისტად (1988-1992წწ.), იყო სააქციო საზოგადოება „გულანის“ იურისტი (1992-1996წწ.), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე (1996-2000წწ.), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი ორგანიზაციების - AMEXI-INTERNATIONAL-ის იურისტი – საქარველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროექტის: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განმარტება საჯარო დაწესებულებებისათვის” ფარგლებში (2000-2001წწ.) და IRIS– Gეორგია-ს მთავრობისა და ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობის პროგრამის იურისტ-კოორდინატორი (2001-2005წწ.). იმავდროულად იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის კათედრის წევრი (1992-2005წწ.).
იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე (2005-2007წწ.), 2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, სპიკერი მოსამართლე.
მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ (2007-2009წწ.), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ (2009წ.).
2009 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას  შეუდგა  ფიცის დადების დღიდან. 2005 წლიდან არის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორი. 2010 წლიდან არის თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი. 

 

2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
2002 – 2003 წლებში იყო პრაქტიკანტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული კლინიკაში;
2004 წლის 9 ივნისიდან - 2004 წლის 1 ოქტომბრამდე იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი;
2004 წლის 1 ოქტომბრიდან - 2006 წლის 8 ნოემბრამდე იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი;
2006 წლის 8 ნოემბრიდან - 2007 წლის 12 ნოემბრამდე იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
2007 წლის 12 ნოემბრიდან - 2016 წლის 11 თებერვლამდე იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი  სპეციალისტი;
2016 წლის 11 თებერვლიდან არის  სს "სილქნეტის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2009 – 2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასისტენტ-პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით;
2009 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი სუფროსი მასწავლებელი;
2014 წლიდან არის ნიუვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით;
2015 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ნიუვიჟენ უნივერსიტეტში კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსები ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში;

 

1999 წლიდან ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას, 1999-2001 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 2001 წლიდან დღემდე არის ადვოკატი. არის რამოდენიმე სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა 2000 წლიდან. 2008-2009 წლებში იყო თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 2010 წლიდან 2015 წლამდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის  კერძო სამართლის კათედრის გამგე.

 

 

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994),  დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „დაცვის  პრობლემა  სისხლის სამართლის  პროცესში“ (1997).
გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ფირმა GEFFENS -ში (UK).
2007 წლის 28 დეკემბერს  საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2007 წლის 31 დეკემბერს,  ფიცის დადების დღიდან.
2011 წლიდან არის თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
2008-2013  წლებში იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2006-2011 წლებში იყო  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების  განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი
2008-2011წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრი.
1998-2011 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი,ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე (2001-2003), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი (2000-2001), იურიდიული კომიტეტის წამყვანი  სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი,  (1996-2000).
2006-2007 წლებში იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.
იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრი (2004-2007), არჩეული იყო ორგანიზაცია  „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“ (აშშ)  გამგეობის  წევრად  და  „მშვიდობის  და  დემოკრატიის  პროგრამის“   ხელმძღვანელის  მოადგილედ  (2005-2007).
არის ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე (1999); მიღებული აქვს შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო „შვეიცარიის პრიზი  საერთაშორისო  ურთიერთობებში  ლიდერობისათვის“ (2005),  მონაწილეობდა UNICEF, TACIS, TracCC-ის (1997-2002) პროექტებში.
გავლილი აქვს მომზადება  ადამიანის  უფლებათა  დაცვის,  სისხლის  სამართლის მართლმსაჯულების, ჰუმანიტარული სამართლის და საკანონმდებლო ტექნიკის საკითხებზე ევროპის და ამერიკის ინსტიტუტებში.
გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

 

 

1987 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში იყო იურიდული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი. 1995 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რელიგიური დანაშაული“. 2000 წელს სტაჟირება გაიარა ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალზე ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში. 2003 -2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2005-2011 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2011 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორი. 2013 იყო მომხსენებელი ქართულ-გერმანულ საერთაშორისო კონფერენციაზე ლიბერალიზაციის ტენდენციები ქართულ სისხლის სამართლაში - თემაზე: ,,ალტერნატიული სასჯელები’’- (შედარებითი ანალიზი). ასევე იყო ორგანიზატორი არაერთი კონფერენციისა: ,,შეჯიბრობითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში’’; ,,სტუდენტთა თვალით დანახული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი’’; ,,არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი’’ და ,,მოსამართლის როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში’’;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
სასარგებლო ბმულები