დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

ფილოლოგიის დოქტორი, სლავური ფილოლოგიის პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვალენტინა საყვარელიძემ 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი, სპეციალობით ავიახელსაწყოთმშენებლი, ხოლო 2000 წელს აკადემიკოს ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. გავლილი აქვს ტრენინგები ეკონომიკის სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენის სტილისტიკისა და მეტყველების კულტურის სპეციალობით, ასევე E-LEARNING დისტანციური განათლების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სტილისტიკასა და მეტყველების კულტურის, ასევე რუსული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო შრომები.


ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 40-ზე მეტი მონოგრაფიის, სახელმღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი.  2010 წლიდან  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, 2012 წლიდან დღემდე არის თჰუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი; აგრეთვე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006 წელს იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და  აკრედიტაციის ექსპერტი;

 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. 2011 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოწვეული ლექტორის სტატუსით მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ, ბრემენის, ზაარლანდის, ბერლინის ტექნიკურ და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (DAAD), ასევე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია, არის 1 მონოგრაფიის ავტორი და 2 წიგნის თანაავტორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2008 წლიდან არის რეგიონული განვითარების და სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის დირექტორი. 2012 წლიდან არჩეულია საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას. არის  რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის "სამართალი და ეკონომიკა" რედაქტორი, ავტორი და თანაავტორი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის და 7 სახელმძღვანელოსი უმაღლესი სასწავლებლებისათვის. მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, ტრენინგსა და ფორუმში, ასევე TEMPUS-ის პროექტებში. კვლევის სფეროებია: ტურიზმი, მენეჯმენტი, რეგიონული ეკონომიკა, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობები.

 

1985 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტი. 1995 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. საქართველოს ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში და არის თანაავტორი (მუხ: 581-606). არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998-2007 წლებში იყო თსუ-ს კახეთის მხარის (სიღნაღის) ფილიალის იურიდილი ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

 

დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა. დაცული აქვს საკანდიტატო დისერტაცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციების კურსს კერძო სამართლის მიმართულებით საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში, ასევე სულხან-საბასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო  უნივერსიტეტში. არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არის თხუთმეტამდე სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიისა და ბროშურის ავტორი, რამდენიმე მონოგრაფიის რედაქტორი და რეცენზენტი. კერძო სამართლის მიმართულებით სამი დოქტორანტის ხელმძღვანელი, ორმოცდაათამდე სადიპლომო და დოქტორანტთა სასემინარო ნაშრომის ხელმძღვანელი. ერთი სადოქტორო და სამი საკანდიდატო დისერტაციის ექსპერტი,  ორი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციაში. "ნადიბაიძე და პარტნიორები"-ის დამფუძნებელი, ადვოკატი და ხელმძღვანელი.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. 2007–2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2005-2006 წლებში იყო  ს.ს. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შიდა ქართლის ფილიალის იურისტი. 2006წ.-დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა  დოქტორის პროფესორის ხარისხი. 1998 წელს დაამთავრა სოხუმის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ექსპერიმენტებში. 2007-2011 წლებში მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად. 2011 წლიდან მოღვაწეობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით. არის მრავალი მონოგრაფიისა და ნაშრომის ავტორი.

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 20-ზე მეტი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი, 10-ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი, რეცენზენტი; რამოდენიმე აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის ავტორი/თანაავტორი და ხელმძღვნელი, კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და მედია სამართლის მიმართულებებით 20-მდე დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2014 წლიდან არის ააიპ “სამართლის მეცნიერთა კავშირის” დამფუძნებელი წევრი. არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „დიპლომატია და სამართალი“ სარედაქციო საბჭოს წევრი. 2015 წლიდან არის ევროპის საბჭოს ექსპერტი მედია სამართალში. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს სს “სილქნეტის” იურიდიულ დეპარტამენტს. 2017 წლიდან ვადიანი შრომითი კონტრაქტის საფუძველზე არის სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონსულტანტი მედია სამართლის მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმების მიმართულებით. 2001-2003 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმების უზრუნველყოფის უფროსი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. 2003-2016 წლებში მუშაობდა სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსად. 2009 წელს დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, იყო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად, იყო ამავე კომისიის სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების მომზადებისა და მიღების მიზნით 2010-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი საორგანიზაციო კომისიების წევრი; 2010 წელს, შემდგომ 2013 წელს საქართველოს პრემიერ-მინინსტრის მიერ დაინიშნა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ.
 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების  ს/კ  ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად, „ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი;  მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამაში „სიღარიბის დაძლევის გზები“  მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორად.

 

 

მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პროკურატურის, კონტროლის პალატისა და იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებში საჯარო თანამდებობებზე. სამეცნიერო და პედაგოგიური სამუშაოს პარალელურად სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრ"-ში ახორციელებს საექსპერტო საქმიანობას. ეკავა აკადემიური თანამდებობა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

თჰუ-ს პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2003 წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 1994-2016 წწ. უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში

 

ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური მიმართულების ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სალექციო კურსებს. აქვს გავლილი მრავალი უცხოური საერთაშორისო და ადგილობრივი საკვალიფიკაციო ტრენინგ-სემინარები; არის 2 სახელმძღვანელოს და 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, რამოდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და სხვა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებში. ამჟამად, თჰუ-ს გარდა მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

2001-2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 2005-2011 წლებში კი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 2012-2013 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2012 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
 
სასარგებლო ბმულები