დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

სამართლის დოქტორი, პროფესორი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 20-ზე მეტი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი, 10-ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი, რეცენზენტი; რამოდენიმე აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის ავტორი/თანაავტორი და ხელმძღვნელი, კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და მედია სამართლის მიმართულებებით 20-მდე დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2014 წლიდან არის ააიპ “სამართლის მეცნიერთა კავშირის” დამფუძნებელი წევრი. არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „დიპლომატია და სამართალი“ სარედაქციო საბჭოს წევრი. 2015 წლიდან არის ევროპის საბჭოს ექსპერტი მედია სამართალში. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს სს “სილქნეტის” იურიდიულ დეპარტამენტს. 2017 წლიდან ვადიანი შრომითი კონტრაქტის საფუძველზე არის სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონსულტანტი მედია სამართლის მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმების მიმართულებით. 2001-2003 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმების უზრუნველყოფის უფროსი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. 2003-2016 წლებში მუშაობდა სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსად. 2009 წელს დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, იყო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად, იყო ამავე კომისიის სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების მომზადებისა და მიღების მიზნით 2010-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი საორგანიზაციო კომისიების წევრი; 2010 წელს, შემდგომ 2013 წელს საქართველოს პრემიერ-მინინსტრის მიერ დაინიშნა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ.

 

1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტი. 1995 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თსუ-ს იურიდილი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში და არის თანაავტორი (მუხ: 581-606). არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998-2007 წლებში იყო თსუ-ს კახეთის მხარის (სიღნაღის) ფილიალის იურიდილი ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

 

2001-2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა. დაცული აქვს საკანდიტატო დისერტაცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციების კურსს კერძო სამართლის მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ასევე სულხან-საბას უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არის თხუთმეტამდე სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიისა და ბროშურის ავტორი, რამდენიმე მონოგრაფიის რედაქტორი და რეცენზენტი. კერძო სამართლის მიმართულებით სამი დოქტორანტის ხელმძღვანელი, ორმოცდაათამდე სადიპლომო და დოქტორანტთა სასემინარო ნაშრომის ხელმძღვანელი. ერთი სადოქტორო და სამი საკანდიდატო დისერტაციის ექსპერტი,  ორი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, მონაწილეობა აქვს მიღებული ხუთამდე საერთაშორისო–სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში. საადვოკატო ბიურო ნადიბაიძე და პარტნიორების დამფუძნებელი, ადვოკატი და ხელმძღვანელი.  

 

მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პროკურატურის, კონტროლის პალატისა და იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებში საჯარო თანამდებობებზე. სამეცნიერო და პედაგოგიური სამუშაოს პარალელურად სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრ"-ში ახორციელებს საექსპერტო საქმიანობას. ეკავა აკადემიური თანამდებობა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. 2007–2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2005-2006 წლებში იყო  ს.ს. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შიდა ქართლის ფილიალის იურისტი. 2006წ.-დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორი.

 

სამართლის დოქტორი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.  2004-2005 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 2005-2011 წლებში  კი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.    2012-2013 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2012 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
სასარგებლო ბმულები