თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი - პროფესორები
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. 2011 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოწვეული ლექტორის სტატუსით მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ, ბრემენის, ზაარლანდის, ბერლინის ტექნიკურ და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (DAAD), ასევე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია, არის 1 მონოგრაფიის ავტორი და 2 წიგნის თანაავტორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების  ს/კ  ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად, „ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი;  მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამის „სიღარიბის დაძლევის გზები“  მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორი.

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წარჩინებით დაამთავრა სოხუმის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით;  1986 წელს  დაიცვა თბილისში დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 2002 წელს მოსკოვში  დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 2003 წლიდან არის პროფესორი. მონაწილეობა მიღებული აქვს  მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში(გერმანია, რუსეთი, ბელგია, საქართველო). 1992-2004 წლებში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის, ფინანსთა და ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრია. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობს 1984 წლიდან, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის,  მათ შორის 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი სხვადასხვა ენებზე; იყო ექსპერტი საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამისა ეკონომიკისა და სამართლის ცენტრში ჰანოვერში (გერმანია) 2004-2006 წლებში. არის სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელძღვანელოების რეცენზენტი; სტუდენტთა სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელი და რეცენზენტი;  2004-2005 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიარა ტრენინგები და იყო აკრედიტაციის საბჭოს საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010-2012 წლებში თბილისის უნივერსიტეტში „მეტეხი“ სადისერტაციო საბჭოს წევრია; არის რამოდენიმე სადოქტორო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის  ორდენით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. არჩეულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.  

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2008 წლიდან არის ა.(ა).ი.პ ,,რეგიონული განვითარების და სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის’’ დირექტორი. 2012 წლიდან არჩეულია ,,საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის’’ ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ა.(ა).ი.პ ,,ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას’’. არის  რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის ,,სამართალი და ეკონომიკა’’ რედაქტორი. ავტორი და თანაავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 3 მონოგრაფიის და 7 სახელმძღვანელოსი უმაღლესი სასწავლებლებისათვის. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, ტრენინგსა და ფორუმში. არის TEMPUS-ის პროექტების მონაწილე. მისი კვლევის სფეროებია: ტურიზმი, მენეჯმენტი, რეგიონული ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობები.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2003 წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 1994-2016 წწ. უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში.

 

 
 
სასარგებლო ბმულები