დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით სტომატოლოგი, კვალიფიკაციით ექიმი-სტომატოლოგი; 2002 წელს დაამთავრა სემაშკოს სახელობის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურა. 2005 წ. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „პაროდონტის მდგომარეობის წინაკლინიკური დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ჰიპოდინამიის და კოსმოსური გაფრენის (სივრცეში ფრენის) დროს", რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი, ორგანიზაციების მენეჯმენტის სპეციალობით. საერთო სამუშაო სტაჟი შეადგენს 21 წელს, სტომატოლოგიის დარგში კი 16 წელს. ასევე არის 10-მდე მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის  ავტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი და თერაპიული სტომატოლოგიის წრის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული საწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. 2002 წ. გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გერმანიის ქ. ჰასფურტში, კლაუს ფოილნერის სტომატოლოგიურ კლინიკაში. 2001-2006 წლებში.  სადისერტაციო თემაზე ,,ქრონიკული რეციდიული აფთური სტომატიტის რისკის ფაქტორები და მკურნალობის ოპტიმიზაცია“ მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში. 2006 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2012 წელს იყო დ. აღმაშენებლის სახელობის  სამედიცინო უნივერსიტეტში  რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი,  2013 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, სადაც კითხულობს ლექციებს თერაპიულ სტომატოლოგიაში.  არის მრავალი სამედიცინო პროგრამის მონაწილე, არაერთი სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; 1992 წელს წარჩნებით დაამთავრა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობით – სამკურნალო საქმე. 1992–1994წწ. სწავლა გააგრძელა კლინიკურ ორდინატურაში ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და კატასტროფათა მედიცინის კათედრაზე. 1994–1997 წწ. სწავლა გააგრძელა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში და ამავდროულად, 1992 წლიდან დღემდე მუშაობს დაიწყო აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში ექიმ–რეანიმატოლოგად. 1999 წ. დაიცვა დისერტაცია სპეციალობით – პათოლოგიური ანატომია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა.ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2000–2006წწ. იყო ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტი. 2010–2012წწ. წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო სამსახურის ხელმძღვანელი და ასოც. პროფესორი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. კითხულობს სხვადასხვა  სალექციო კურსს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტზე.

 

 

 

1972 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სრული კურსი, სპეციალობით ბიოლოგია.  ბიოლოგი, ბიოლოგიისა და ქიმიის  მასწავლებელი. 1996 წელს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მაძიებელის კვალიფიკაცია, კვლევის სფერო ნეიროფიზიოლოგია, ქცევათმეცნიერება. 1997 წ. მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა  ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება. 2004 წ. 21 დეკემბრის “უმაღლესი განათლების შესახებ”    საქართველოს  კანონის 89-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამჟამად მოღვაწეობს როგორც მიწვეული პედაგოგი. 2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის თანამდებობას.  კითხულობს სალექციო კურსს ნორმალურ ფიზიოლოგიას და ნორმალურ ანატომიაში. არის არაერთი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი. მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმებში.

 

2005 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფილტვის დაზიანების მორფოგენეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს“. ეწვა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2006 წლიდან დღემდე  მუშაობს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში  ასოცირებულ პროფესორად; 2007 წლიდან დღემდე „დედათა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში“ იკავებს ექიმი-მორფოლოგის თანამდებობას. 2009 წლიდან მუშაობს შპს „ჯანმრთელობის ცენტრის“ ციტოლოგიური და მორფოლოგიური განყოფილების გამგედ. 2009-2011 წლებში იყო თბილისი დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის არაერთი სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2010 წლიდან არის სქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის წევრი. 2012 წლიდან დღემდე  იმყოფება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის  პროფესორად.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2000 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  მიენიჭა მედნიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. აქვს არაერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე  პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივი სტაჟი. კითხულობს ლექციებს შინაგან მედიცინაში, კარდიოლოგიასა და გერიატრიაში, როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე. არის ექვსი სადოქტორო დისერტაციისა და ათი საკანდიდატო დისერტაციის საექსპერტო კომისიის წევრი. უკავია „საქართველოს გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 1982 წლიდან  მუშაობს თერაპიის ს/კ  ინსტიტუტში, თერაპიული განყოფილების გამგედ; 2012 წლიდან  მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოწვეულ სპეციალისტად. ასევე 2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის თანამდებობას.

 

 
სასარგებლო ბმულები