დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია

 

პროფესორი ვალენტინა საყვარელიძე

 

 

ვალენტინა საყვარელიძე - ფილოლოგიის დოქტორი, სლავური ფილოლოგიის პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვალენტინა საყვარელიძემ 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი, სპეციალობით ავიახელსაწყოთმშენებლი, ხოლო 2000 წელს აკადემიკოს ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სტილისტიკასა და მეტყველების კულტურის, ასევე რუსული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო შრომები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძვირფასო მეგობრებო!

 
მოგესალმებით ჩვენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში – თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხს, სწავლებისა და სწავლის მაღალ დონეს და აკადემიურ თავისუფლებას.


ჩვენს უნივერსიტეტში გეძლევათ შანსი მიიღოთ ღრმა პროფესიული ცოდნა და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი განათლება, რომ დაიმკვიდროთ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.


ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში სტუდენტებს ელოდებათ საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს – კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო.


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

 

რექტორის მნიშვნელოვანი ბრძანებები:

 

აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების შემადგენლობების დამტკიცებისა და პირველი სხდომების დანიშვნის შესახებ 22.05.2017  

 

2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში უვადოდ განწესებული აკადემიური პერსონალის შრომის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე 18.02.2017  

 
სასარგებლო ბმულები