ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ინტერნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს სტუდენტების, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისა და მკვლევრების მონაწილეობას სხვადასხვა გაცვლით პროექტში და უნივერსიტეტში მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩვენი მიზანია უნივერსიტეტის როლის გააქტიურება სხვადასხვა საერთაშორისო ქსელში, პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

 

საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები,  კვალიფიციური აკადემიური პერსონალი, ეფექტური მენეჯმენტი,  განათლებისა და საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის არსებული სტანდარტი, თანამედროვე საგანმანათლებლო-კვლევითი ინფრასტუქტურა ხელს უწყობს უნივერსიტეტს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოიზიდოს როგორც უცხოელი სტუდენტები, მკვლევარები და პროფესორები, ასევე საკუთარი სტუდენტებს და მეცნიერებს უცხოური გამოცდილება შეთავაზოს.

 

საერთაშორისო ურთიერთობები და მოწინავე ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განვითარება ჩვენი უნივერსიტეტის საქმიანობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება.

 
სასარგებლო ბმულები