დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მაკა კაჭარავამ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებიც ესწრებოდნენ. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დახმარებას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ სწავლებას.


მარიკა გოგოლაძემ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიატში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებიც გააცნო. კერძოდ: 2012 წლის ბოლოდან იუსტიციის სამინისტრომ აქტიურად გაატარა ზომები ნოტარიუსთა კორპუსისა და მათი საქმანობის დეპოლიტიზაციისთვის. 2013 წლიდან ამოქმედდა ახალი სერვისი, დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზა - სანოტარო მედიაცია. ეს სერვისი 2016 წელს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი გახდა. ამასთან, შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა ელექტრონული ბაზა, რომელიც მუდმივად ახლდება. დაინერგა სერვისი „ონლაინ კონსულტაცია ნოტარიუსთან“. 2014 წლიდან მოქალაქეს შეუძლია ყველა საჭირო ტრანზაქცია სანოტარო ბიუროშივე განახორციელოს და თავისი უძრავი ქონება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. დაინერგა სერვისი „უფასო სატელეფონო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან“, შემუშავდა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები, განხორციელდა ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი, დაიწყო სარეკლამო კამპანია: „მე ვენდობი ნოტარიუსს“. 2015 წელს დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად; ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს, ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, არ არსებობდა. ამ ეტაპზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება.


საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელებთან. სანოტარო ბიუროებში სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა უკვე გაიარეს სხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები