დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

დამტკიცებულია თჰუ ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს

საბჭოს 2013 წლის 5 აპრილის  №8  სხდომაზე


 ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური კლინიკის დებულება

 

მუხლი 1. სტატუსი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თჰუ ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური კლინიკის სტატუსსა და ფუნქციებს.

2. ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიური კლინიკა (შემდგომში „კლინიკა“) წარმოადგენს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ჯანდაცვის ფაკულტეტზე რეალიზებული დიპლომირებული სტომატოლოგიის და კბილის ტექნიკოსის სამივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სასწავლო პრაქტიკის სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო პრაქტიკის კომპონენტის ათვისებას უზრუნველყოფს.

3. კლინიკა, ამ დებულებით, დიპლომირებული სტომატოლოგიის და კბილის ტექნიკოსის სამივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული და შესაბამისი სილაბუსების საფუძველზე უზრუნველყოფს სასწავლო პრაქტიკული კურსის რეალიზაციას, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია გამოუმუშავოს ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობის სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევები.

4. კლინიკა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, არ გააჩნია კანცელარია, ბლანკი და ბეჭედი.

მუხლი 2. მიზანი და ფუნქციები

1. სტომატოლოგიური კლინიკის მიზანია: 
ა) სტუდენტის მიერ პროფესიული და პრაქტიკული კლინიკური უნარ–ჩვევების გამომუშავება და აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციების (ცოდნისა და უნარების) იმიტირებულ სიტუაციაში გამოცდა, კერძოდ, რის შედეგად ხდება სტუდენტის მზაობის შემოწმება დამოუკიდებელი მუშაობისათვის თანამედროვე კლინიკური მოთხოვნების პირობებში; 
ბ) კლინიკა უზრუნველყოფს დიპლომირებული სტომატოლოგიის და კბილის ტექნიკოსის სამივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პროფესიული სასწავლო პრაქტიკის კურსის სასწავლო კომპონენტის სტუდენტების მიერ რეალიზაციას;
გ) კლინიკა ხელს უწყობს სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას, სტუდენტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციების (ცოდნისა და უნარების) რეალურ ან/და იმიტირებულ ცხოვრებაში გამოცდას. არჩეული სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას და მის გამოყენებას კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად; სტუდენტის მზაობის შემოწმებას დამოუკიდებელი მუშაობისათვის თანამედროვე მოთხოვნების პირობებში.

2. კლინიკური სწავლება მიზნად ისახავს სტუდენტში შემდეგი სილაბუსით გათვალისწინებული დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების, ასევე ქვემორე კონკრეტული უნარების განვითარებას:
- სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურის გაცნობა;
- სამედიცინო პერსონალთან და პაციენტებთან პიროვნებათაშორისი ურთიერთობების უნარების შეძენა;
- პროფესიული კომპეტენციების ჩამოყალიბება სტომატოლოგიურ დისციპლინათა თეორიული ცოდნის საფუძველზე;
- ექიმ-სტომატოლოგ-ორთოპედის გამოცდილების შეძენა; -დეონტოლოგიის უნარების დახვეწა;
- სტომატოლოგიური გამოკვლევების უნარების გამომუშავება და პირის ღრუს პათოლოგიების გაჩენის რისკ-ფაქტორების დადგენა;
- სტომატოლოგიურ დაავადებათა დიფერენციულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში თეორიული ცოდნის გაღრმავება;
- სტომატოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის კლინიკური, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული მეთოდების ათვისება.

მუხლი 3. კლინიკის სტრუქტურა

1. კლინიკას ხელმძღვანელობს ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წევრი, რომელიც იმავდროულად არის პრაქტიკის ერთ-ერთი მიმართულების სილაბუსის ავტორი. 
2. კლინიკაში საქმიანობას ახორციელებენ პროფესიული პრაქტიკის მიმართულებების სილაბუსების ავტორი აკადემიური თანამდებობის პირები. 
3. კლინიკაში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნან პრაქტიკოსი სპეციალისტები.

მუხლი 4. კლინიკის აღჭურვილობა

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და სტომატოლოგიური დანადგარებით, რომლებიც ხელს უწყობენ პრაქტიკული და კლინიკური უნარ- ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას, კერძოდ, კლინიკას გააჩნია: ორი თანამედროვე ბორ-მანქანა, სკალერი, რენტგენის აპარატი, სტერილიზაციის აპარატი. გააჩნია ყველა საჭირო სტომატოლოგიური ინსტრუმენტები (მსხვილი სტომატოლოგიური ინსტრუმენტარიუმი, მცირე სტომატოლოგიური ინსტრუმენტარიუმი), უახლესი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კბილების დაპლომბვისა და მკურანლობისთვის, ასევე ორთოპედიული სტომატოლოგიის მასალები. მეორე სემესტრიდან სტუდენტებს კლინიკაში უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.

მუხლი 5. საქმიანობის სფერო და წესი

1. სასწავლო პრაქტიკის განხორციელების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 
ა) მოსამზადებელი შეხვედრა, 
ბ) სტუდენტის ინფორმირება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ და სილაბუსის შინაარსის გაცნობა; 
გ) სამუშაო პროცესში ჩართვა და ყოველდღიური ჩანაწერების წარმოება, სილაბუსის შესაბამისად დაგეგმილი აქტივოვების განხორციელება; 
დ) სტუდენტის კონსულტირება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ; 
ე) პრაქტიკის შუალედური მიმოხილვა/შეფასება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ; 
ვ) პრაქტიკის ანგარიშის მომზადება; 
ზ) პრაქტიკის საბოლოო შეფასება.

მუხლი 6. სილაბუსი

სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის და კბილის ტექნიკოსის სამივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგი სილაბუსებით:

1. დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამა: 
ა) სასწავლო პრაქტიკა თერაპიულ სტომატოლოგიაში; 
ბ) სასწავლო პრაქტიკა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში; 
გ) სასწავლო პრაქტიკა ორთოდონტიაში.

2. კბილის ტექნიკოსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: 
ა) სასწავლო პრაქტიკა მოდელირებაში და სხვ.

მუხლი 7. პრაქტიკის შეფასება

პრაქტიკის შეფასება ხდება ორ ეტაპად: შუალედური და დასკვნითი შეფასების სახით. პრაქტიკის შუალედური შეფასებისას, სტუდენტმა უნდა დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა და ითვალისწინებს 2 ეტაპს და კომპონენტს :

1) აქტიურობას პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას და შესრულებული სამუშაოს დემონსტრირებას - მაქსიმუმ 30 ქულა, რომელსაც აფასებს მენტორი/კლინიკის ხელმძღვანელი: 

 - კომუნიკაცია - 3 ქულა; 
 - გუნდური მუშაობის უნარი - 3 ქულა; 
 - შესრულებული სამუშაოს ხარისხი - 5 ქულა; 
 - ორგანიზებულობა, თანმიმდევრულობა და პუნქტუალობა - 5 ქულა; 
 - ინიციატივა და პასუხისმგებლობა - 3 ქულა; 
 - მუშაობის ტემპი - 3 ქულა; 
 - მუშაობის სისწორე - 3 ქულა; 
 - შესრულებული სამუშაოს დემონსტრირება (აუდიტორიის წინაშე პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას, შეფასების მიზნით) – 5 ქულა.

2) პრაქტიკის დღიურის წარმოებას - მაქსიმუმ 30 ქულა: 

 - 30-21 ქულა სტუდენტი სისტემატიურად აწარმოებას პრაქტიკის დღიურს, ინიშნავს მონაცემებს, აღწერს ყოველკვირეულ/ყოველდღიურ შესრულებულ სამუშაოს, გადმოცემულია ის სიახლეები, რომელსაც სტუდენტი გაეცნო პრაქტიკის განხორციელების პროცესში, შესაბამისი მაგალითების მოშველიებით სტუდენტი აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს. 
 - 20-11 ქულა სტუდენტი დამაკმაყოფილებლად აწარმოებას პრაქტიკის დღიურს, ინიშნავს მონაცემებს, არასრულად აღწერს ყოველკვირეულ/ყოველდღიურ შესრულებულ სამუშაოს, შესაბამისი მაგალითების მოშველიებით სტუდენტი აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს. 
 - 10-1 ქულა სტუდენტი არასრულად აწარმოებას პრაქტიკის დღიურს, მოცემული სწავლის შედეგები არასრულია. 
 - 0 ქულა-სტუდენტმა საერთოდ ვერ ან არ აწარმოა პრაქტიკის დღიური და არ აქვს გაწერილი პრაქტიკული აქტივობები და სწავლის შედეგები.

3) პრაქტიკის დასკვნითი შეფასება (მაქსიმუმ 40 ქულა), ახდენს პრაქტიკის პერიოდში მოღებული კომპეტენციების დემონსტრირებას და ითვალისწინებს პრაქტიკის ანგარიშის საჯარო დაცვას და შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: 
ა) გაფორმება და რეზიუმე, რომელიც ასახავს პრაქტიკის მიზნებსა და შედეგებს – 5 ქულა; 
ბ) პრაქტიკის ობიექტის აღწერა, რომელიც ქმნის მკაფიო წარმოდგენას პრაქტიკის ობიექტზე – 5 ქულა; 
გ) პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი (რამდენად შეესაბამება პრაქტიკული საქიანობა სასწავლო/საწარმოო პროფესიული პრაქტიკის მიზნებს, რამდენად განავითარებს პროფესიულ კომპეტენციებს) – 10 ქულა; 
დ) დასკვნები და რეკომენდაციები – 5 ქულა; 
ე) საჯარო პრეზენტაცია – 15.

პრაქტიკის ანგარიშის საჯარო დაცვა/პრეზენტაცია - მაქსიმუმ 15 ქულა ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: 
ა) შესაბამისობა პრეზენტაციის მიზნებთან - მაქსიმუმ 5 ქულა: 

 - პრეზენტაციას გააჩნია მიზანი და გადმოსცემს მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას პრეზენტაციის თემაზე - 5 ქულა; 
 - მიზნები დასახულია, პრაქტიკის ანგარიში ნაწილობრივ შესაბამება დასახულ მიზნებს - 4-3 ქულა; 
 - პრეზენტაციაში მიზანი ისახება, შინაარსი ცუდად არის გადმოცემული და მიზანი ბუნდოვანია- 2-1 ქულა; 
 - პრეზენტაციის შინაარსი არ შეესაბამება პრეზენტაციის მიზნებს - 0 ქულა.

ბ) პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე, წყაროების გამოყენება - მაქსიმუმ 5 ქულა: 

 - პრეზენტაციას გააჩნია სრული მონაცემები, აღინიშნება სხვადასხვა წყაროების დიდი რაოდენობით გამოყენება - 5 ქულა; 
 - შინაარსი სრულად არის გაშუქებული, გამონაკლისის სახით დაშვებულია შეცდომები, მწირია წყაროების გამოყენება - 4-3 ქულა; 
 - შეზღუდულია მონაცემები, დასკვნები არ არის გაკეთებული, 1-2 წყაროა გამოყენებული - 2-1 ქულა; 
 - საერთოდ არ არის არც ერთი წყარო გამოყენებული, შინაარსი არ არის სწორად გადმოცემული, გაუგებარია - 0 ქულა.

გ) პრეზენტაციის დიზაინი (გაფორმება)- მაქსიმუმ 3 ქულა: 

 - გაფორმების ყველა პუნქტი დაცულია, პრეზენტაციის ფონი კარგად აღიქმება, სლაიდები პრეზენტაციის თემის შესაბამისია, სლაიდების გაფორმებაში გამოყენებულია სხვდასხვა სახის საშუალებები: ანიმაციები, სურათები და სხვ. ობიექტები - 3 ქულა; 
 - ტიტული ნაწილობრივ გაფორმებულია, ყველა სურათი არ არის პრეზენტაციის თემის შესაბამისი - 2-1 ქულა; 
 - ტიტული არ არის გაფორმებული, არც ერთი პუნქტი არ არის სწორად მითითებული, სლაიდები და გაფორმების სხვა საშუალებები არ არის გამოყენებული - 0 ქულა.

დ) პრეზენტაციის ტექნოლოგია / კონტაქტი აუდიტორიასთან- მაქსიმუმ 2 ქულა: 

 - კონტაქტი აუდიტორიასთან დამყარებულია და ეფექტურია, მეტყველება სწორი, კარგი და საინტერესოა, აუდიტორიის რეაქცია ადეკვატურია - 2 ქულა; 
 - კონტაქტი აუდიტორიასთან სუსტია, ხანდახან უინტერესო, პრობლემების წამოჭრა არ ხდება, აუდიტორია განიცდის სირთულეს პრეზენტატორისა და პრეზენტაციის აღქმის პროცესში - 1 ქულა; 
 - კონტაქტი პრეზენტატორსა და აუდიტორიას შორის დაკარგულია, აუდიტორია ვერ აღიქვამს პრეზენტაციას - 0 ქულა.

კლინიკის მუშაობის შეფასება ხდება თჰუ ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინდიკატორებით.

მუხლი 8. ცვლილებებისა და დამატეების შეტანა

დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

 
სასარგებლო ბმულები