ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ხუთშაბათს 25 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მოწვევით, ტრეინინგს  ჩაატარებს ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი, ფინანსების დოქტორი და სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ  - პროფესორი დავით პიტიურიშვილი.


განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

» პრეზენტაციის 6 ეტაპი (პრეზენტაციის დაგეგმვა, ტექსტის მომზადება, თვალსაჩინოების მომზადება, რეპეტიცია, პრეზენტაცია - წარმართვა, პრეზენტაციის შემდგომი დისკუსია);
» მოხსენების შიში და მასთან ბრძოლის საშაუალებები;
» პრეზენტაციის მსვლელობის დროს დასაცავი წესები;
» სუბიექტური რეალობის როლი პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის დროს;
» ეფექტური კომუნიკაცის არსი და მისი მნიშვნელობა პრეზენტაციის  წარდგენის დროს;
» კომუნიკაციის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი გამოსწორების ხერხები;

 

ტრეინინგზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს!

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები