ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში

 

ორშაბათს, 29 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის დაიწყო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ტრენინგი სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ატარებს.

 

ტრენინგი ერთკვირიანია და მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ტესტური გამოცდა. ტესტის დიზაინი და მისი შედგენის წესები; ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE-ის) მეთოდოლოგია; OSCE-ის ორგანიზაცია; სილაბუსის წერის მეთოდოლოგია. ცოდნის შეფასების წესები; შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება (CBCR); პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL); პორტფოლიო; სამეცნიერო გრანტების წერა; მოზრდილთა განათლება. კომუნიკაციის უნარები.

 

ტრენინგი პირველივე დღიდან ნაყოფიერად წარიმართა პროფესორ-მასწავლებლების აქტიური ჩართულობით. 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობებს საკუთარი აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნით.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები