ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

პატივცემულო აბიტურიენტებო!

დღესდღეობით სპეციალობის არჩევა იძენს განსაკუთრებულ აქტუალობას სკოლის კურსდამთავრებულებში და წარმოადგენს ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო საკითხს.

შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების მაძიებელთა მიმართ წამოყენებულია მაღალი მოთხოვნები: მათგან ელოდებიან პროფესიონალიზმს, კომპეტენტურობას, საქმიან ინიციატივას, შემოქმედებითი აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს სწავლების პრაქტიკული ორიენტირებულობა. სტუდენტებისათვის ტარდება პრაქტიკული მეცადინეობები: მასტერ-კლასები, ტრენინგები, კლინიკური სწავლება, საქმიანი თამაშები და ა.შ., სტუდენტები გადიან პროფესიულ პრაქტიკას სახელმწიფო დაწესებულებებში და კომპანიებში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ხორციელდება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან.

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასწავლიან სამართლის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, საბანკო საქმის, ფილოლოგიის, მედიცინისა და სხვა დარგების ცნობილი სპეციალისტები.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დიპლომი არის თქვენი მაღალი კვალიფიციურობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის გარანტი, რომლის მოპოვების შემთვევაში თქვენთვის ღია იქნება ყველა დამსაქმებლის კარი.


უნივერსიტეტის შესახებ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1992 წელს. დაარსების დღიდან, უნივერსიტეტი ამზადებს მაღალკვალიფიციურ და კომპეტენტურ სპეციალისტთა თაობებს. უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს და აბიტურიენტებს სთავაზობს ხელმისაწვდომ უმაღლეს განათლებას.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი არის ERASMUS+ და AIESEC სტუდენტთა გაცვლითი საერთაშორისო პროგრამების მონაწილე.


რატომ თბილისის ჰუმანიტარული?

თუ გსურთ მიიღოთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება, აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი!

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზებული და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია, რომლის მისიასაც წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;

2. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფო დიპლომს, რომელიც იძლევა დასაქმებისა და კარიერული ზრდის დიდ შესაძლებლობას;

3. ჩვენი დიპლომით სწავლის გაგრძელება შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში;

4. უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი აკადემიური და მატერიალური ბაზა: მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, ლინგაფონის კაბინეტი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ბიოქიმიური ლაბორატორია, სტომატოლოგიური კლინიკა, ანატომიის დარბაზი, იმიტირებული აფთიაქი და სხვა;

5. სტუდენტები გადიან პრაქტიკას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში;

6. წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ საუნივერსიტეტო სტიპენდია;

7. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებლია ეტაპობრივად.


 

    ▲ სამართლის საბაკალავრო პროგრამა:

    ☑ სწავლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული.

    ☑ სწავლის საფასური - 2500 ლარი


     - არჩევითი სასწავლო მოდულები:

    ☑ საჯარო სამართალი;
    ☑ კერძო სამართალი;
    ☑ სისხლის სამართალი;
    ☑ საერთაშორისო სამართალი



    ▲ ბიზნესის, ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა:

    ☑ სწავლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული, რუსული.

    ☑ სწავლის საფასური - 2000 ლარი


     - არჩევითი სასწავლო მოდულები:

    ☑ ფინანსები;
    ☑ მენეჯმენტი;
    ☑ ტურიზმი;
    ☑ საბანკო საქმე.

 


    ▲ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა:

    ☑ სწავლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული;

    ☑ სწავლის საფასური - 2000 ლარი

 

 

 

 

 

 

 


    ▲ ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა:

    ☑ სწვლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული;

    ☑ სწავლის საფასური - 2000 ლარი
     - პროგრამა გულისხმობს 2 უცხო ენის შესწავლას:
    ☑ ინგლისური / გერმანული, ფრანგული, რუსული (არჩევით);

 

 

 

 

 


    ▲ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:

    ☑ სწვლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული;

    ☑ სწავლის საფასური - 2000 ლარი


     - არჩევითი სასწავლო მოდულები:

    ☑ კლინიკური ფსიქოლოგია

    ☑ სოციალური ფსიქოლოგია

 

 

 


    ▲ სლავური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა:

    ☑ სწვლის ხანგრძლივობა - 2 წელი;
    ☑ სწავლების ენა - რუსული.

    ☑ სწავლის საფასური - 1900 ლარი

 

 

 

 

 

 

 


    ▲ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

    ☑ სწვლის ხანგრძლივობა - 1 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული.

    ☑ სწავლის საფასური - 1500 ლარი

 

 

 

 

 

 

 


    ▲ დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა:

    ☑ სწავლის ხანგრძლივობა - 5 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული, რუსული.

    ☑ სწავლის საფასური - 2500 ლარი


     - პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო მოდულებია:
    ☑ თერაპიული სტომატოლოგია;
    ☑ ქირურგიული სტომატოლოგია;
    ☑ ორთოპედიული სტომატოლოგია;
    ☑ ბავშვთა სტომატოლოგია;
    ☑ ორთოდონტია.

 


    ▲ მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:

    ☑ სწვლის ხანგრძლივობა - 6 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული, ინგლისური.

    ☑ სწავლის საფასური - 5000 ლარი / 3500 USD

 

 

 

 

 

 

 


    ▲ ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამა:

    ☑ სწვლის ხანგრძლივობა - 4 წელი;
    ☑ სწავლების ენა - ქართული.

    ☑ სწავლის საფასური - 2500 ლარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

სწავლის საფასურის გადახდა და სწავლების ფინანსური მოტივაცია:


1. საფასურის გადახდა წარმოებს სწავლების წლიური საფასურის 4 თანაბარ წილად გაყოფილი ოდენობით ნაწილ-ნაწილ. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის იხდის სწავლის საფასურის ¼-ს (მაგალითად, თუ სწავლების საფასური არის 2000 ლარი: 2000/4= 500 ლარს); მეორე ნაწილის გადახდა ხდება შემოდგომის სემესტრის ფინალური გამოცდების დაწყებამდე (იანვარი), მესამე ნაწილის გადახდა ხდება, საგაზაფხულო სემესტრის დაწყებამდე (მარტამდე), ხოლო მეოთხე ნაწილის გადახდა - მეორე სემესტრის ფინალურ გამოცდებამდე (ივნისამდე);

 
2. სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტი არ იხდის სწავლების საფასურს; იმ შემთხვევაში, თუ სწავლების საფასური უფრო მეტია, ვიდრე მოპოვებული გრანტი (მაგალითად, მოვიპოვეთ 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ვიხდით სწავლების საფასურის ნახევარს - 2000-1125=875 ლარს 4 ნაწილად);

 
3. ყველა პროგრამის წარჩინებულ სტუდენტს მომდევნო სემესტრიდან ეძლევა საუნივერსიტეტო სტიპენდია; მაგალითად, თუ პირველი კურსის სტუდენტი, შემოდგომის სემესტრში ყველა საგანში მიიღებს შეფასებას „ფრიადი“, მას საგაზაფხულო სემესტრიდან (მარტიდან) ენიშნება საუნივერსიტეტო სტიპენდია 1 სემესტრის მანძილზე; სტიპენდიის გაცემა გაგრძელდება შემდეგ სემესტრებში, თუ სტუდენტის სწავლას გააგრძელებს წარჩინებით.

 

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქისთვის სწავლის უფლების მინიჭება  

 
სასარგებლო ბმულები