ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. 1970-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ზონალურ საპროექტო-არქიტექტურულ კვლევით ინსტიტუტში ჯერ ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. არის 2 წიგნისა და 17 სტატიის ავტორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ასისტენტ–პროფესორად. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის  მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 19 სტატია და მონაწილეობდა 6 კონფერენციაში.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის დოქტორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2012 წლის 18 მაისს მოიპოვა დოქტორის ხარისხი საქართელოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით. 1999 წლიდან მუშაობს სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებით. მათ შორის 2001 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და იკავებს ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. წარმატებით უძღვება ტრენინგებს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში ბიზნესის და მენეჯმენტის ცენტრში და ქართულ ევროპული უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში. არის სამი სალექციო კურსის და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე სამეცნიერო კონფერენციაში.

 

მინიჭებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი (სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ტურისტული პროდუქტის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში“). 2006-2011 წლებში მუშაობდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის კათედრის ასისტენტ-პროფესორად და მოწვეულ პროფესორად. 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასაქონლო ექსპერტიზის, კომერციისა და ტურიზმის ბიზნესის კათედრის მასწავლებლად. 2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრეინინგ და სასწავლო კურსებში, როგორც კონსულტანტი მონაწილეობდა რამდენიმე საგრანტო პროექტში. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 სალექციო კურსი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორი  და "მარკეტინგის" ქვემიმართულებით ასისტენტ-პროფესორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 20-ზე მეტი სტატიისა  და მონოგრაფიის ავტორი.

 

2003-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სპეციალობა: ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემების მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია. ინფორმაციული ტექნოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2011-2013 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი. ხელსაწყოთმშენებლობის და მართვის სისტემების ავტომატიზაციის მაგისტრი. დღეის მდგომარეობით ირიცხება ხელსაწყოთმშენებლობის, მართვის სისტემების და ტესტ-ინჟინერინგის სადოქტორო პროგრამაზე. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2011-2016წწ. - თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის კოორდინატორად. 2012-2013 წწ. - მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2016 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი. არის 4 სამეცნიერო სტატიის და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი

 

ეკონომიკის დოქტორი. 2002 წლის მაისში მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2011 წლიდან), აგრეთვე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ლექციებს კითხულობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრ აკადემიკოსი და ჯ. ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, სახელმძღვანელოების და მონოგრაფიის რეცენზენტი, სადოქტორო დისერტაციების რეცენზენტი, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი, სტუდენტთა საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელი, კონფერენციების სამეცნიერო საბჭოს, სარედაქციო საბჭოსა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, კვლევითი პროექტის ჯგუფის წევრი, სილაბუსების ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 1 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და 5 სახელმძღვანელოს თანაავტორი.

 

1989 წელს დაამთავრა მოსკოვის გ.ვ. პლეხანოვის სახ. სახალხო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. 1994 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2012 წლიდან მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ამჟამად იკავებს აფილირებული ასოცირებული პროფესორის პოზიციას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, ერთი მონოგრაფია), გახლავთ არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, 2019 წელს გავლილი აქვს ტრენინგ კურსი პროექტების მართვაში. აქვს მენეჯერად მუშაობის სამსახურებრივი გამოცდილება, კერძოდ, 2007-2012 წლებში იყო შპს „საქმეორეული“-ს დირექტორი (ერთპიროვნული მმართველი). 2012 წლიდან არის საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი..

 
სასარგებლო ბმულები