ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

აკადემიური კალენდარი


2018-2019 სასწავლო წელი 

შემოდგომის  სემესტრი


2018-2019 სასწავლო წლის შემოდგმის სემესტრისათვის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:


სააუდიტორიო მეცადინეობები                   10 სექტემბერი – 29 დეკემბრის ჩათვლით
შუალედური გამოცდა 29 ოქტომბრიდან  - 03 ნოემბრის ჩათვლით 
შუალედური გამოცდის აღდგენა 24 დეკემბრიდან  - 29 დეკემბრის ჩათვლით
დასკვნითი გამოცდები 04 იანვრიდან - 12 იანვრის ჩათვლით
დამატებითი გამოცდები 14 იანვრიდან - 26 იანვრის ჩათვლით

 

2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ვადების განსაზღვრის თაობაზე

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–11 მუხლის შესაბამისად

ვბრძანებ:

1. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ რეალიზებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე  2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (20 კვირა) დაიწყოს 2018 წლის 10 სექტემბრიდან და დასრულდეს 2019 წლის 27 იანვრამდე;

2. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ რეალიზებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ზამთრის საგამოცდო სესია დაიწყოს 2019 წლის 4 იანვრიდან და დასრულდეს 2019  წლის 27 თებერვლამდე (2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 4 იანვრამდე – საახალწლო არდადეგები);

3. 2018–2018 სასწავლო წლის ზამთრის საგამოცდო სესიის ბოლო 2 კვირას დაინიშნოს განმეორებითი გამოცდები, ისე რომ ძირითად გამოცდასა და განმეორებით გამოცდას შორის ინტერვალი იყოს – 5 დღე;

4. დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს (ნ. ბიჩენოვი) ფაკულტეტის დეკანებთან ერთად სასწავლო ცხრილების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ფოიეში და ვებ–გვერდზე 2018 წლის 10 სექტემბრამდე;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში;

6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თჰუ პრორექტორს (კ. ყურაშვილი);

7. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს თჰუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

ვალენტინა საყვარელიძე

რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

 
სასარგებლო ბმულები