ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

 

აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ბიუჯეტის განსაზღვრას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტების ყოველწლიურად განსაზღვრას, შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში; საგრანტო პროექტების მომზადებას, ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის სამეცნიერო ფორუმების ჩატარების ორგანიზებას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის საერთაშორისო ინტერაქტიული ხასიათის სემინარების, კონფერენციებისა და ვორკშოპების ორგანიზებასა ან/და გამართვას; სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას და მასში, როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფას; სამეცნიერო დანიშნულების წიგნადი და ციფრული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მონიტორინგსა და სრულყოფაზე/გაძლიერებაზე ორიენტირებული წინადადებების შემუშავებას; სხვა აქტივობების განხორციელებას, ყოველწლიურად განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მოქმედებს სამეცნიერო კვლევების საბჭო და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი.


კვლევების და განვითარების ცენტრის დებულება  

 
სასარგებლო ბმულები