დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში  სწავლების ხარისხის ამაღლებას;  სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და  პრინციპების დანერგვას; უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვას, სისტემატური თვითშეფასების განხორციელებას; საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის  ინტეგრაციას; თანამშრომლობას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებასა და ანალიზს; საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას და რეალიზებას; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას; უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობას; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი მაკა კაჭარავა.

 

 


 

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და ერთი სახელმღვანელოს თანაავტორი, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი.  2010 წლიდან  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, 2012 წლიდან ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი; ERASMUS + კოორდინატორი 2015 წლიდან.  2006 წლიდან დღემდე  სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006 წლის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და  აკრედიტაციის ექსპერტი; 2016 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა უწყვეტი განათლების ექსპერტი



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ნანა ბიჩენოვი.

 

 

 

 

2003-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სპეციალობა: ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემების მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია. ინფორმაციული ტექნოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2011-2013 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი. ხელსაწყოთმშენებლობის და მართვის სისტემების ავტომატიზაციის მაგისტრი. დღეის მდგომარეობით ირიცხება ხელსაწყოთმშენებლობის, მართვის სისტემების და ტესტ-ინჟინერინგის სადოქტორო პროგრამაზე. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2011-2016წწ. - თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის კოორდინატორად. 2012-2013 წწ. - მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2016 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი. არის 4 სამეცნიერო სტატიის და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება  

2) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა  

3) პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი  

4) სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების, შეფასების მეთოდებისა და კრიტერიუმების მეთოდური სარეკომენდაციო სახელმღვანელო აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის 

 
სასარგებლო ბმულები