ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

განცხადებები
 
სიახლეები
 
შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! ✅ 2019 წლის 18 ნოემბრის 11:00 საათიდან იწყება შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი! ⚽️ Внимание для студентов Тбилисского гуманитарного учебного университета! ✅ Внутренний чемпионат по футболу начинается на 11:00 18 ноября 2019 года! ⚽️

 
2019 წლის 22 ნომბერს გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება

2019 წლის 22 ნომბერს გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება

2019 წლის 22 ნომბერს გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება, სადაც განხილული იქნება თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებული საკითხები და სამომავლო პროექტების დაგეგმვის ორგანიზება.

 
„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“  ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“.

„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“.

„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“. აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მიზნად ისახავს: საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას; კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას; სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას;

 
საინტერესო პრეზენტაციები მიკრობიოლოგიაში

საინტერესო პრეზენტაციები მიკრობიოლოგიაში

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტის II კურსელმა სტუდენტებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები მიკრობიოლოგიაში.

 
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 21 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში

თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 21 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში

თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 21 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?". მონაწილეობის მსურველების საყურადღებოდ, გთხოვთ, 5 კაციანი გუნდის შეამდგენლობა დაარეგისტრიროთ 16 ნოემბრამდე სტუდენტურ თვითმმართველობაში. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან.

 
საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი

3 ნოემბერს, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესს დაესწრენ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლიგიური პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო აბაიშვილი და სტომატოლიგიური ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ლიზა მშვიდობაძე...

 
 ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან

ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან

2019 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზე ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი და საქართველოს 10 უნივერსიტეტი შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის გზით. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ლია ჭიღლაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის სილაბუსის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე. ამავე შეხვედრაზე გაიმართა ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია (ავტორები; ალექსანდრე დევიძე გიორგი მირიანაშვილი), რომელიც შემუშავებულია აღნიშნული სილაბუსის თემატიკის მიხედვით და შეიცავს ამონარიდებს ევროკავშირის მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებებიდან, სადამფუძნებლო ხელშეკრულებების მუხლებს, სავარჯიშო კაზუსებსა და კითხვებს. წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ბიბლიოთეკასა და ვებგვერდზე.

 
Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში

Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში

2019 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარი, რომლის მიზანიც იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 44 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ევროპის 11 ქვეყნის (ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი) 46 უნივერსიტეტმა. სემინარს საერთო ჯამში უნივერსიტეტების 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ თჰუ-ს წარმომადგენლებიც: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ქეთევან ცერცვაძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ლიკა ჭიღლაშვილი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი და ამავე ფაკულტეტის კოორდინატორი - ირმა წიკლაური. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 31 ოქტომბერს თჰუ-ს ეწვივნენ გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: 1) პასაუს უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის კათედრის ხელძღვანელი - პროფ. თომას ვიუნში (Universität Passau, Prof. Dr. Thomas Wünsch), 2) გისენის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - პროფ. როლფ-ალექსანდერ დიურინგი (Justus-Liebig-University Giessen, Prof. Dr. Rolf-Alexander Düring), 3) აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ჰოლგერ პაშედაგი - Die Technische Hochschule Aschaffenburg, Prof. Dr. Holger Paschedag) და 4) ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი - კუმუშაი არზიბაევა (Die Westsächsische Hochschule Zwickau (WHZ), Kumushay Arzybaeva). მხარეებმა ისაუბრეს მათი ამჟამინდელი საქმიანობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, დასახეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების კონკრეტული გზები.

 
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!

2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!

2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები