ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

 

დამტკიცებულია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N7

გადაწყვეტილებისა და თჰუ რექტორის 2018 წლის 13 აპრილის №80/01 ბრძანებით

 

კერძო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სასწავლო უნივერსიტეტს), რომელიც ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით  განსაზღვრული მიზნების მისაღწევად თავის საქმიანობას ახორციელებს მის მიერ დამოუკიდებლად მიღებული მისიის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია სასწავლო უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, მათ შორის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით,  გაზიარებულია სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ.

სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების,  ჯანდაცვის მიმართულებით, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის ან მასთან გათანაბრებული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციით (დაინტერესებული პირებისათვის სათანადო ხარისხისა და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების შეთავაზება), აგრეთვე სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობით (აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულობის უზრუნველყოფა) თავისი წვლილი შეიტანოს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში და  ღირსეული ადგილი დაიკავოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო მიღწევების შექმნის/გავრცელების/გაზიარების ინსტიტუციურ სტრუქტურაში.

სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა:

- წვლილი შეიტანოს დემოკრატიული საზოგადოების აქტიური წევრის მომზადებაში, პიროვნების განვითარებასა და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში, მათი ინტელექტუალური შემოქმედებითი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში,

-  უზრუნველყოს საქართველოს ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო შრომის ბაზრის დამსაქმებელთა მოთხოვნების ადეკვატური ხარისხის, სათანადო კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება,

-    წვლილი შეიტანოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ჯეროვნად შესრულებასა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფაში, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა/განვითარებასა და დარგობრივი სტანდარტების სრულყოფაში,

- ჩაერთოს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და სრულფასოვანი ადგილი დაიკავოს მასში.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მისია ხორციელდება ისეთი ძირეული ღირებულებების პატივისცემის საფუძველზე, როგორიცაა:

-         სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;

-         აკადემიური  და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;

-         პიროვნების თავისუფალი განვითარება;

-         თანასწორობა და არადისკრიმინაციულობა;

-         ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელშეუვალობა.

 

 
სასარგებლო ბმულები