დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის 2017 წლის
განვითარების სტრატეგიული მიზნები და სამოქმედო გეგმა

დამტკიცებულია  აკადემიური საბჭოს მიერ

(2016 წლის 29 დეკემბრის N7 სხდომის ოქმი)

 

  1. ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი ქართული და უცხოენოვანი  პროგრამების  შემუშავება, რომლებიც მოთხოვნადია ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
  2. საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური საგანამანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა.  
  3. სასწავლო უნივერისტეტის ინტეგრაცია საერთაშორისო საუნივერსიტეტო სივრცეში. 
  4. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS MUNDUSIS + პროექტში მონაწილეობის მიღება სტუდენტთა და პროფესორ-მასწაბლებელთა გაცვლით პროგრამებში ჩართულობის კუთხით და მისი პრაქტიკულად განხორციელება. 
  5. საგანმანათლებლო პოლიტიკის სრულყოფა და სტუდენტთა სოციალური დაცვის გაძლიერება ახალი ტექნოლოგიებისა და უმაღლესი სკოლის ტრადიციების შერწყმის საფუძველზე. 
  6. თჰუ-ს სტრატეგიული მართვის სისტემის შექმნა.  
  7. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რეპუტაციის გაზრდა და პოპულიარიზაცია როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი პარტნიორისა საგანმანათლებლო მომსახურობის ბაზარზე. 
  8. 2017 წლიდან სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სამართლის კლინიკური სწავლების ახალი მოდელის რეალიზება (კლინიკური განათლების სფეროში საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმების გაფორმება და კონტაქტების დამყარება/გაძლიერება). 
  9. 2017 წელს  კვალიფიციურ და გამოცდილ პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსის მოზიდვის მიზნით აკადემიური თანამდებობის დასაკავბელად ახალი კონკურსის გამოცხადება, აკადემიური კონკურსის  კრიტერიუმების მაჩვენებლების დახვეწა აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას: სასწავლო კურსების შესაბამისი აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია, პუბლიკაციები და პროფესიული გამოცდილება. 
  10. 2017 წლიდან სტუდენტების საინფორმაციო  სერვისის წვდომის გაუმჯობესება და ამ მიზნით სტუდენტური ელექტრონული აკადემიური ბარათების და პერსონალური ვებ-გვერდის შექმნა და პროგრამული უზრუნველყოფა. 
  11. 2017 წელს აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო ასპექტის გაძლიერების კუთხით საერთაშორისო კონტაქტების გაფართოება, განვითარება და ურთიერთთანაშრომლობის ახალი ფორმების დანერგვა, მეზობელი ქვეყნების უნივერსიტეტებთან (რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა) კონტაქტების დამყარება. 
  12. 2017 წლიდან უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და მათი სწავლისა და  სწავლების სისტემის განვითარება. 
  13. ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის  განვითარება, კეთილმოწყობა და გაფართოება, რაც გულისხმობს შემდეგი სახის ღონისძიებების გატარებას 
  14. 2017 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტთა და მომუშავე პერსონალთა  უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების გაძლერების მიზნით ელექტრონული საშვთა სისტემის დამონტაჟება. 
  15. 2017 წ. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების ღონისძიებების გაძლიერება; კურსდამთვარებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით  დამსაქმებლებთან ურთიერთობების ფორმირება და  განვითარება. 
  16. 2016 წ. უნივერსიტეტის ფინანსური მაჩვენებლების  გაუმჯობესება ფინანსური რესურსების მართვის მონიტორინგის პროცედურების დახვეწის გზით; 
  17. 2017 წ სტუდენტების ცოდნის ხარისხის ამაღლება და აკადემიური მოსწრების ზრდა; შუალედური და დასკვნითი გამოცდების შედეგების  საფუძველზე უარყოფითი მოსწრების სტუდენეტების რაოდენობის პროცენტული  კლებაზე ზრუნვა. 
  18. 2017 წ.  უნივერსიტეტის მენეჯმენტის ეფექტურობის  გაზრდა. 
 
სასარგებლო ბმულები