დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის 2016 წლის
განვითარების სტრატეგიული მიზნები და სამოქმედო გეგმა


თჰუ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის
ოქმი №6/2015 გადაწყვეტილებით

 

  1. ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება, რომლებიც მოთხოვნადია ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
  2. საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური საგანამანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა.
  3. სასწავლო უნივერისტეტის ინტეგრაცია საერთაშორისო საუნივერსიტეტო სივრცეში.
  4. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS MUNDUSIS + პროექტში მონაწილეობის მიღება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში ჩართულობის კუთხით და მისი პრაქტიკულად განხორციელება.
  5. საგანმანათლებლო პოლიტიკის სრულყოფა და სტუდენტთა სოციალური დაცვის გაძლიერება ახალი ტექნოლოგიებისა და უმაღლესი სკოლის ტრადიციების შერწყმის საფუძველზე.
  6. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტრატეგიული მართვის სისტემის შექმნა.
  7. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რეპუტაციის გაზრდა და პოპულარიზაცია როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი პარტნიორისა საგანმანათლებლო მომსახურობის ბაზარზე.
  8. 2016 წლიდან სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სამართლის კლინიკური სწავლების ახალი მოდელის რეალიზება (კლინიკური განათლების სფეროში საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მემორანდუმების გაფორმებადა კონტაქტების დამყარება/გაძლიერება).
  9. 2016 წელს კვალიფიციურ და გამოცდილ პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსის მოზიდვის მიზნით აკადემიური თანამდებობის დასაკავბელად ახალი კონკურსის გამოცხადება, აკადემიური კონკურსის კრიტერიუმების მაჩვენებლების დახვეწა აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას: სასწავლო კურსების შესაბამისი აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია, პუბლიკაციები და პროფესიული გამოცდილება.
  10. 2016 წლიდან სტუდენტების საინფორმაციო სერვისის წვდომის გაუმჯობესება და ამ მიზნით სტუდენტური ელექტრონული აკადემიური ბარათების დაპერსონალური ვებ-გვერდის შექმნა და პროგრამული უზრუნველყოფა.
  11. 2016 წელს აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო ასპექტის გაძლიერების კუთხით საერთაშორისო კონტაქტების გაფართოება, განვითარება და ურთიერთთანაშრომლობის ახალი ფორმების დანერგვა, მეზობელი ქვეყნების უნივერსიტეტებთან (რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა) კონტაქტების დამყარება.
  12. 2016 წლიდან უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და მათი სწავლისა და სწავლების სისტემის განვითარება.
  13. ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, კეთილმოწყობა და გაფართოება, რაც გულისხმობს შემდეგი სახის ღონისძიებების გატარებას: 2015-2016 სასწავლო წლიდან კვების ობიექტის (სასადილო/კაფე) ამოქმედება.
  14. 2016 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტთა და მომუშავე პერსონალთა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების გაძლერების მიზნით ელექტრონული საშვთა სისტემის დამონტაჟება.
  15. 2016 წ. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების ღონისძიებების გაძლიერება; კურსდამთვარებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებლებთან ურთიერთობების ფორმირება და განვითარება.
  16. 2016 წ. უნივერსიტეტის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება ფინანსური რესურსების მართვის მონიტორინგის პროცედურების დახვეწის გზით.
  17. 2016 წ. სტუდენტების ცოდნის ხარისხის ამაღლება და აკადემიური მოსწრების ზრდა; შუალედური და დასკვნითი გამოცდების შედეგების საფუძველზე უარყოფითი მოსწრების სტუდენეტების რაოდენობის პროცენტულ კლებაზე ზრუნვა.
  18. 2016 წ. უნივერსიტეტის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა.
 
სასარგებლო ბმულები