თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი - 7-წლიანი სტრატეგია
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა

 

თჰუ რექტორის 2018 წლის 06 მარტის N50/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად

ვბრძანებ:

1. 3 თვიანი  ვადის გახანგძლივების მიზნით შევიდეს ცვლილება თჰუ რექტორის 2018  წლის 06 მარტის  N50/04 ბრძანებაში,  მისი მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფმა საუნივერსიტეტო საზოგადოების და დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, ავტორიზაციის პირველი სტანდარტის 1.2. ქვესტანდარტის სარეალიზაციოდ:

ა) სტრატეგიული განვთარების 7-წლიანი (2019-2025 წლები) გეგმის პროექტების შემუშავება და წარმოდგენა 6 თვის განმავლობაში;

ბ) სამოქმედო 3-წლიანი (2019-2021 წლები) გეგმის პროექტის შემუშავება და წარმოდგენა 6 თვის განმავლობაში;

გ) სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის შემუშავება და წარმოდგენა 6 თვის განმავლობაში;“

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში;

3. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თჰუ პრორექტორს (კ. ყურაშვილი);

4. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე.

 

ვალენტინა საყვარელიძე


თჰუ რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

 
სასარგებლო ბმულები