კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის, ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებით. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ალტერნატივა, არამედ ის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.