ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
განცხადებები
 
სიახლეები
 
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან“

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან“

2019 წლის 6 აპრილს 13:00 სთ-ზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას სახელწოდებით „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას წარმატებული კარიერის დაგეგმვის კუთხით. სტუდენტებს შეხვდება ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქ-ნ ეკა სანიკიძე. შეხვედრა ეხმაურება ჯანდაცვის საერთაშორისო დღეს, სლოგანით - „ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან“. გთხოვთ, მობრძანდეთ საკონფერენციო დარბაზში (N15) პატივისცემით, სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური ჯანდაცვის ფაკულტეტი

 
ტრენინგი თემაზე „კვლევის მეთოდები მედიცინაში“

ტრენინგი თემაზე „კვლევის მეთოდები მედიცინაში“

2019 წლის 5 აპრილს 11:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „კვლევის მეთოდები მედიცინაში“. ტრენინგს გაუძღვება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ია თაბორიძე.

 
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Southwestern Advantage“-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Southwestern Advantage“-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

2019 წლის პირველ აპრილს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Southwestern Advantage“-ის წარმომადგენლებთან შედგა სტუდენტთა შეხვედრა. აღნიშნული ორგანიზაცია გეგმავს ტრენინგთა კურსს, რომელიც სტუდენტს დაეხმარება საკუთარი უნარ-ჩვევების უკეთ შეცნობასა და განვითარებაში, ლიდერისა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებასა და მოტივაციის ამაღლებაში. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ზაფხულის პერიოდში დასაქმდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში

 
სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია

სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ მერაბაშვილმა და თამარ სიყმაშვილმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ორგანიზებულ სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენციაში. კონფერენცია 31 მარტს სასტუმრო "იოტა"-ში გაიმართა.

 
ტრენინგი

ტრენინგი

2019 წლის 30 მარტს ჩატარდა ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული მორიგი ტრენინგი "საპოლიციო სამართალში". ტრენინგის მონაწილეებს მათ შორის საჯარო სკოლიდან მოსწავლეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 
საჯარო ლექცია თემაზე „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“

საჯარო ლექცია თემაზე „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“

2019 წლის 27 მარტს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას საჯარო ლექცია თემაზე „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“.

 
ტრენინგი

ტრენინგი "არასრულწლოვანის დაკითხვის თავისებურება"

2019 წლის 23 მარტს ჩატარდა ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "არასრულწლოვანის დაკითხვის თავისებურება". ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 
სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან

სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან

2019 წლის 21 მარტს 15:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის მიერ შედგა ორგანიზებული შეხვედრა სტუდენტებთან, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას, სტუდენტთა მხარდაჭერასა და მათ კონსულტირებას კარიერის დაგეგმვის კუთხით, არამედ ის ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი პოლიტიკის მიზნების განხორციელებას შრომის ბაზარზე უფრო მორგებული, ეფექტური განათლებისა და პროფესიული გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებას.

 
#ჩვენარვითვლითქრომოსომებს #სიყვარულისთვისშექმნილიადამიანები

#ჩვენარვითვლითქრომოსომებს #სიყვარულისთვისშექმნილიადამიანები

21 მარ­ტი შემ­თხ­ვე­ვით არ არის შერ­ჩე­უ­ლი — და­უ­ნის სინ­დ­რო­მი ეწო­და მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ­ლის დრო­საც, 46 ქრო­მო­სო­მის ნაც­ვ­ლად, გვხვდე­ბა 47 ქრო­მო­სო­მი 21-ე წყვილ­ში, რა­საც 21-ე წყვი­ლის ტრი­სო­მია ეწო­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რიცხ­ვი — 21 — შერ­ჩე­უ­ლია 21-ე ქრო­მო­სო­მის სიმ­ბო­ლოდ, ხო­ლო წე­ლი­წა­დის მე-3 თვე, მარ­ტი — ტრი­სო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნის. არც ჭრე­ლი წინ­დე­ბია და­უ­ნის სინ­დ­რო­მის შემ­თხ­ვე­ვი­თი სიმ­ბო­ლო — წინ­და ქრო­მო­სო­მის ფორ­მას მოგ­ვა­გო­ნებს. მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით მსოფლიო გამოხატავს სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ.

<<-1 0 1 2 3 4 5 6 7 8 >>
 
სასარგებლო ბმულები