დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ ახალ საიტს?
ახალი კარგია
ძველი ჯობდა
 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. 1970-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ზონალურ საპროექტო-არქიტექტურულ კვლევით ინსტიტუტში ჯერ ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. არის 2 წიგნისა და 17 სტატიის ავტორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ასისტენტ–პროფესორად. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად ეკონომიკის  მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 19 სტატია და მონაწილეობდა 6 კონფერენციაში.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორი  და "მარკეტინგის" ქვემიმართულებით ასისტენტ-პროფესორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 20-ზე მეტი სტატიისა  და მონოგრაფიის ავტორი.

 
სასარგებლო ბმულები