დახურვა
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოკითხვა

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსთვის!

ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის უნივერსიტეტებთან!

2014 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადდა Erasmus+ ახალი საგრანტო კონკურსი, რომელიც საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტთა ახალ პარტნიორულ ურთიერთობას შეუწყობს ხელს.

თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ამ კონკურსში და დასაწყისისთვის როგორც პირველად მონაწილემ ამ ევროპულ საგანმანათლებლო პროექტში, მიიღო ერთი სტუდენტის ადგილი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის. ჩვენ, როგორც ამ კონკურსის გამარჯვებულს, შეგვიძლია სტუდენტთა მობილობის განხორციელება  2015 წლიდან ევროპის უნივერსიტეტებში.

 

რა არის Erasmus+ პროგრამა 

Erasmus+ პროგრამა გაძლევთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია  სტუდენტს და კურსდამთავრებულს (მაგ. ბაკალავრს, რომელსაც მაგისტრატურაში სურს სწავლის გაგრძელება). პროგრამის ფარგლებში დაშვებულია მობილობა 1-2 სემესტრით, ან სრული აკადემიური პროგრამის ხანგრძლივობით (მაგ. მაგისტრებისათვის).

 

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

თუ თქვენ უკვე მიღებული გაქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მაშინ Joint Master Degree Programmes ფარგლებში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ინდივიდუალურ კონკურსში. ეს პროგრამა (ყოფილი Erasmus Mundus Action 1a) გთავაზობთ სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საშუალებას. განაცხადი იგზავნება პირდაპირ პროგრამის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

საკონტაქტო ინფორმაცია


დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის ხარისხსის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ერასმუს+ პროგრამის კოორდონატორს მაკა კაჭარავას


ტელ: 579-54-04-55 

ელ-ფოსტა: makakacharava@yahoo.com

 
სასარგებლო ბმულები