თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მისი დაარსებიდან (1992წ.) დღემდე ფუნქციონირებს სამართლის ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2006 წლიდან 2018 წლამდე იყო საჯარო სამართლის პროფესორი კახი ყურაშვილი, ხოლო 2018 წლის 20 ოქტომბრიდან ფაკულტეტის დეკანად არჩეულ იქნა სისხლის სამართლის პროფესორი, ქალბატონი თამარ ლალიაშვილი. |
![]() |
თამარ ლალიაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2001-2006 წლებში ეკავა საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხოლო 2000-2001 წლებში იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო, 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის 2 მონოგრაფიისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ელექტრონული ფოსტა: tlaliashvili@thu.edu.ge |
თჰუ სამართლის ფაკულტეტის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს.
ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამართლის მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის გაღრმავებაზე სამართლის ქვედარგის/სპეციალიზაციის კუთხით.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განიხილა, თჰუ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და რექტორის ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა აკრედიტაციის მისანიჭებლად წარედგინება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს. სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტის ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; საჯარო სამართლის სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VII დონით გათვალისწინებული კომპეტენციების შესაბამისად; სწავლებისა და სწავლის ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხურის დონის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი კვლევის უნარის მქონე კადრების მომზადება, რომელიც აღჭურვილი იქნება ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციით, როგორც პრაქტიკული საქმიანობისათვის, ისე განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გასაგრძელებლად.
სამართლის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ქალბატონი ეთერ ირემაძე
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ანონიმური გამოკითხვის შედეგები - 2017 |